ენტონი მარსიალი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი საუკეთესო მეგობრები მორგან შნეიდერლინი და მარუან ფელაინი არიან და მათთან ერთად და მათ გარეშე ინგლისურ ენას სულ უფრო უკეთ ეუფლება.
ფრანგი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 36 მლნ. ფუნტად "მონაკოდან" გადავიდა და მხოლოდ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ მანჩესტერული კლუბის ძირითად მოთამაშედ იქცა.
"შნეიდერლინი და ფელაინი", უპასუხა მარსიალმა, როცა ჰკითხეს, თუ ვინ იყვნენ მისი საუკეთესო მეგობრები. "პირველად ინგლისური ენის სწავლა დავიწყე, მაგრამ რადგანაც ყოველ მესამე დღეს ვთამაშობდით, შევწყვიტე. ენას სულ უფრო და უფრო უკეთ ვეუფლები, რადგანაც ხშირად მესმის და ვსაუბრობ.
მწვრთნელს არც ისე ეტყობა აქცენტი, ამიტომაც მისი უფრო მესმის, ვიდრე ინგლისელი ფეხბურთელების! მემფისსა და იანუზაისაც ვეწყობი. კარგი ბიჭები არიან."
20 წლის ფეხბურთელმა მარკუს რეშფორდიც შეაქო: "მანჩესტერში კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. მარკუსმა სხვების ტრავმით ისარგებლა და სათამაშო დრო მიიღო. მწვრთნელმა შანსი მისცა, მან კი გამოიყენა.
მართლაც კარგად ითამაშა და უკვე ხუთი გოლი გაიტანა. მის გამო ბედნიერი ვარ. როცა ცხრიანის პოზიციაზე ვთამაშობდი, ხანდახან გოლები ვერ გამქონდა. იმედი მაქვს, მარკუსი გოლების გატანას განაგრძობს და გამარჯვებების მოპოვებაში დაგვეხმარება".