ხერარ პიკემ "მანჩესტერ სიტის" მომდევნო მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს შეადარა.
"ბარსელონას" მცველმა ოთხი წელი გაატარა "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რის შემდეგაც 2008 წელს გვარდიოლას ერთ-ერთი პირველი შენაძენი გახდა.
პიკე რიო ფერდინანდთან ინტერვიუში სერ ალექს ფერგიუსონისა და პეპ გვარდიოლას შესახებ ამბობს: "როცა მანჩესტერ იუნაიტედში" მივედი, ფერგიუსონი უკვე 20 წელი მუშაობდა მწვრთნელის თანამდებობაზე, ამიტომაც სხვადასხვა პოზიციებს სხვადასხვა სტილით უდგებოდა.
გვარდიოლა ახალგაზრდა იყო და ყოველდღე ინტენსიურად შრომობდა. როცა "იუნაიტედში" ვიყავი, მახსოვს, კეირუში როგორ ხელმძღვანელობდა ვარჯიშებს. სერ ალექსი უფრო მოშორებით იდგა, ყველაფერს აკონტროლებდა".
ფერდინანდი: "როგორც ნათლია, არა?", რაზეც პიკემ უპასუხა: "სწორედ.".
"ორივე მათგანი, მათ კარიერას გადახედეთ- ორივე მათგანი ფანტასტიკურია".