თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2016, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6472,
კომენტარები: 8
"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ასეთ მნიშვნელოვან დღეს, როცა ერთ-ერთ ტრიბუნას სერ ბობი ჩარლტონის სახელი ეწოდა, მატჩი წაეგო, და თუმცა სანახაობრივი თამაში არ უჩვენებია, გუნდმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" მე-1000 გოლი გაიტანა და საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

"იუნაიტედის" შემადგენლობა

"იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობა "სიტისთან" მატჩის შემდეგ არ შეცვლილა. აღვნიშნოთ განლაგების გარკვეული განსაკუთრებულობები. ლინგარდი უფრო ცენტრში იყო შეწეული, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ათიანის პოზიცია დაიკავა, როცა მატა ფლანგიდან უწევდა, რაც ნათლად გამოჩნდა ერთადერთი გატანილი გოლის დროს. შნეიდერლინი-კერიკის წყვილიდან დაცვითი ფუნქციები უფრო მაიკლს აწვა მხრებზე, ხოლო მორგანი შეტევებში ერთვებოდა.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შესვენებაზე როხოს ფოსუ-მენსათი შეცვლის შემდეგ დარმიანი მარცხენა ფლანგზე გადავიდა, ხოლო ტიმოთიმ დაცვის მარჯვენა ფლანგი დაიკავა.

მეორე ცვლილება, კერიკის გასვლა და ერერას შემოსვლა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პოზიციური გამოდგა. ერერა მორგანის უკან დადგა, მაგრამ უფრო აქტიურად ერთვებოდა შეტევებში.

მას შემდეგ, რაც დეილი ბლინდმა დაზიანება მიიღო, თამაშში ვალენსია ჩაერთო, ფოსუ-მენსა კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადავიდა, სადაც მატჩის ბოლოს მშვენიერი მოქმედებით გუნდი იხსნა.

როგორც ჩანს, ვან გაალის სამი ცვლილებიდან ორი იძულებითი იყო და მხოლოდ ერერას გამოსვლა გამოდგა ტაქტიკური ჩანაფიქრი, მაგრამ ამასთან, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ცვლილება წარმატებული იყო, ხოლო ერერას გამოსვლამ "იუნაიტედის" შეტევა გამოაცოცხლა.

დაცვა

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "იუნაიტედს" ამ თამაშში გაუმართლა, დაამატა, რომ სახიფათო მომენტები სულ ორი ორზე შეიქმნა.

მივმართოთ სტატისტიკას. "ევერტონმა" მთელი მატჩის განმავლობაში კარისკენ შვიდჯერ დაარტყა, რომელთაგან ერთი წავიდა კარში.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


გადავხედოთ მნიშვნელოვან მომენტებს.

26-ე წუთი. სმოლინგის შეცდომა

პირველ ტაიმში" ევერტონმა" თითქმის ვერაფრის გაკეთება შეძლო შეტევაში, გარდა სტანდარტული მდგომარეობებიდან საჯარიმოში ჩაწოდებისა. ერთადერთი მომენტი, რომელსაც ნამდვილად სახიფათო შეიძლება ვუწოდოთ- ეს არის რომელუ ლუკაკუს შესაძლო გასვლა ერთი-ერთზე სმოლინგის შეცდომის შემდეგ.



დე ხეას წყალობით შეცდომა არარსებობამდე დავიდა.

50-ე წუთი. ლუკაკუს დარტყმა


მომდევნო მომენტი მხოლოდ შეხვედრის მეორე ტაიმში შედგა. ლუკაკუს საჯარიმოში ბურთის მიღების საშუალება მისცეს და მის წინააღმდეგ მხოლოდ დეილი ბლინდი დარჩა, რომელიც გაბარიტებით ნამდვილად ვერ შეედრება "ევერტონის" თავდამსხმელს.



თუმცა ამას დეილისთვის ხელი არ შეუშლია მომენტი ბოლომდე დაესრულებინა და დარტყმას გადაფარებოდა. "ევერტონი" ამ ეპიზოდში გაცილებით მეტის იმედად იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ კუთხურია.

აღვნიშნოთ მოხერხებულობა, რომლითაც საჯარიმოში გაკეთდა გადაცემა. მატას უნიათო პრესინგმა საჯარიმოში პასის გაკეთებისთვის იდეალური მომენტის შერჩევის საშუალება შექმნა.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


56-ე წუთი. ხარიხაზე გარტყმა

ყველაზე უსიამოვნო მომენტი "იუნაიტედის" სასარგებლოდ 1-0 ანგარიშზე შედგა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.



მორგან შნეიდერლინმა ფილ ჯაგიელკა ვერ შეაკავა. ამასთან ერთად, ეპიზოდის დასაწყისში ჩანს, რომ მორგანი სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ერთი წამის შემდეგ "იუნაიტედის" საყრდენი გაზონზე წევს, ხოლო ჯაგიელკა წინააღმდეგობის გარეშე ურტყმას კარისკენ.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


სტანდარტული მდგომარეობისას შნეიდერლინის საჰაერო ორთაბრძოლები ნერვიულობის საბაბია. თამაშის ამ კომპონენტში სისუსტით "იუნაიტედის" საყრდენს, ალბათ, მხოლოდ მარკოს როხო შეედრება.

აი კიდევ ერთი მაგალითი პირველი ტაიმიდან.



მორგანისგან სტანდარტულების დროს უბრალო აჩქარების ხარჯზე ძალიან მარტივად იძვრენენ თავს. ზემოთ ნაჩვენებ ეპიზოდში დარტყმა მხოლოდ საჯარიმოში არსებული ხალხმრავლობის გამო არ შედგა, ფაქტი კი ის არის, რომ ფეხბურთელს, რომელსაც შნეიდერლინი ავიწროებდა, გადაცემის კარში გადაგზავნა შეეძლო.

83-ე წუთი. ჯაგიელკას დარტყმა

შემდეგი სახიფათო მომენტიც კუთხურის ჩაწოდების შედეგად შედგა. შნეიდერლინი-ჯაგიელკას ორთაბრძოლიდან გამარჯვებული კვლავ "ევერტონის" წარმომადგენელი გახდა. აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, ისიც, რომ ჯაგიელკამ კარში დარტყმის საშუალება გამართლების შედეგად მიიღო- ბურთი იღბლიანად მოხვდა "ევერტონის" ფეხბურთელის ფეხთან, მაგრამ შნეიდერლინი ბრძოლას გამოეთიშა, რისი შედეგიც "იუნაიტედის" კართან ხიფათის წარმოქმნა გახდა.



86-ე წუთი. ფოსუ-მენსას გამოტანა

შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "ევერტონმა", როგორც იქნა, შექმნა სახიფათო მომენტი თამაშიდან. მარსიალს ფლანგზე კოულმენის ჩარბენა გამოეპარა, "ევერტონის" ფეხბურთელმა კი სახიფათო პასის გაკეთების საშუალება მიიღო. გაგვიმართლა, რომ ლუკაკუ ბურთს ვერ მისწვდა და გაგვიმართლა, რომ ფოსუ-მენსამ შორეულ ძელთან მყოფი ფეხბურთელის დაფარვა მოახერხა.

უბრალოდ ესთეტიურად ლამაზი მომენტია თავდაცვის მხრივ.



შეტევა

შეტევაში "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდა. გატანილი გოლის გარდა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს რამდენიმე შესანიშნავი მომენტი ჰქონდათ მეორე ტაიმში კარის ასაღებად. ანდერ ერერას გამოსვლის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" ძლიერი სათამაშო მონაკვეთი ჰქონდათ, საინტერესოდ კომბინირებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეტევები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიჰყავდათ.

გატანილ გოლში ყველას აღნიშვნა შეიძლება, რადგანაც თვით გოლი მშვენიერი კომბინაციის შედეგად გავიდა და სასიხარულოა, რომ საიუბიელო ბურთი სწორედ ასეთი გამოდგა.



შნეიდერლინის დიაგონალი, მატას მიღება, რეშფორდის ქუსლი, ფოსუ-მენსას ჩართვა და მარსიალის შესრულება- ამ გოლში ყველაფერი ლამაზია.

გასაოცარია, მაგრამ ამ თამაშში მარჯვენა ფლანგი როდი ჩამორჩებოდა მარცხენას.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ხოლო თუ მოთამაშეთა გაშუალედებულ პოზიციას გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ ცენტრფორვარდი რეშფორდი (39) მარჯვენა ფლანგისკენ იწევდა და მატა (8) მარსიალზე (9) მაღლაც კი დგებოდა.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


აღსანიშნავია, რომ "ევერტონის" სუსტი მარცხენა შემტევი ფლანგი დარმიანს მაღლა თამაშის უფლებას აძლევდა, ხოლო მისი ცენტრალური პოზიცია ცვლილებების შემდეგ საპირისპირო ფლანგზე გადაყვანით არის გამოწვეული.

მარკუს რეშფორდმა თავი გამთამაშებელი ფეხბურთელის რანგში წარმოაჩინა, თამაშობდა ქუსლით, თანაც საკმაოდ დროულად. გატანილი გოლის გარდა პირველ ტაიმში კიდევ ერთი მომენტი შედგა. გოლს მხოლოდ მარსიალის დაბნეულობა აკლდა.



ჯესი ლინგარდი ფლანგიდან საბოლოოდ გადავიდა ათიანის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე ჯესის გამოსვლის შესახებ ცალსახა დასკვნების გაკეთება რთულია. საერთო ჯამში, კომბინაციებში არ იკარგებოდა, მაგრამ არც არსებითი სარგებელი მოუტანია.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

ჯესი ლინგარდის მოქმედებები მატჩში


შეტევაში ლინგარდზე შესამჩნევი ფიგურა ხუან მატა იყო. საგოლე კომბინაციაში მონაწილეობის გარდა ხუანმა რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი შემოგვთავაზა.

პირველ ტაიმში "იუნაიტედის" რვიანი ლამაზად გამოვიდა სამ მოწინააღმდეგესთან ბრძოლიდან და როხოს დიდებული პასი გაუკეთა.



მორიგი მომენტი გატანილი გოლის შემდეგ შედგა, ანდერ ერერას გამოსვლის შემდეგ. მატამ საჯარიმოში წარმატებით ჩააწოდა დაბალი ბურთი და ლინგარდს სულ ცოტა დააკლდა კარში გადაგზავნამდე.



დასკვნები

"მანჩესტერ იუნაიტედს" სანახაობრივი ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ საიმედო იყო დაცვაში. ძირითად პრობლემას სტანდარტული მდგომარეობა წარმოადგენდა, რომლების დროსაც მთავარ იმედგაცრუებად მორგანი რჩებოდა.

პოზიტიური მომენტი გახდა ბლინდის თამაში, რომელმაც თითქმის არაფერი გააკეთებინა რომელუ ლუკაკუს და ფოსუ-მენსაც, რომელმაც წარმატებით შეცვალა მარკოს როხო, ეს უკანასკნელი კი ფლანგზე თავდაჯერებულობას ნამდვილად ვერ აფრქვევდა. თუ მარსიალი "იუნაიტედის" შეტევის მომავალია, მაშინ ფოსუ-მენსა დაცვაში ამავე სახელწოდებაზე აცხადებს პრეტენზიას.

ალბათ, სერ ბობი მაინცდამაინც კმაყოფილი არ იქნება თამაშით, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო შედეგმა "იუნაიტედის" ლეგენდა და მისი ცოლი ნორმა დააკმაყოფილა. "იუნაიტედი" კი ოთხეულისთვის ბრძოლას განაგრძნობს.

"ისტორიული დღე". "ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 18:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდს თუ ვინმემ არ გადაურბინა როგორც წესი არ უშვებს შეცდომებს და საკმაოდ ჭკვიანურადაც თამაშობს. ამ ხუმრობა ხუმრობაში ჩამოყალიბდა ცენტრალურ მცველად და თავის მოვალეობას ასე ტუ ისე ართმევს თავს. ბოლო ორი თამაშში განსაკუთრებით კარგი იყო. გრძელ პასებს უნდა მოუხშიროს და მეტი გამბედაობა მართებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 19:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშში თავი იჩინა ძველმა ჩვევებმა, რომლებიც ვან გაალის ხელში გუნდისთვის ასე დამახასიათებელი გახდა. ბურთის უაზრო ფლობა, წინ და უკან გორაობა, მაგრამ განსხვავებით წინა მატჩებისგან, აქ კომბინაციები და ჩანაფიქრები ჩანდა. თუნდაც კუთხური, რომელიც მორგანმა მოაწოდა და ბლინდს დაბალი პასი გაუკეთა, მანამდე ვინმეს გინახავთ?

დაცვაში ისევ არის ნაკლოვანებები, ბევრი პრობლემა, მაგრამ მე უფრო მეტ წინააღმდეგობას ველოდი ევერტონისგან. მათი ძირითადი ტაქტიკა ლუკაკუზე პასის გაკეთება და სტანდარტები იყო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გამახსენდა ბარსას და ჩესლის შორის, როცა დროგბა აკეთებდა გუნდის ნახევარ საქმეს, მაგრამ განსხვავებით დროგბასგან, აქ ლუკაკუმ ვერ გაართვა თავი დავალებას.

იღბალიც იყო ჩვენს მხარეზე და ემოციური გარემოც. ჩვენ უფრო მეტი მოტივი გვქონდა ამ მატჩის მოსაგებად, ვიდრე ევერტონს. მარტინესის გუნდს თასის მოგების გარდა რაღა დარჩენია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Memphis_Depay
5 აპრილი 2016 20:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
me mimachnia rom lingardis nacvlad sxva idges dziritadshi jobia ... bolo bolo depay atamashos tore daikargeba dimariasavit ))) da mere darwmunebuli var bevrs miagwevs kargi mwvrtneli tu ishova ))
0
№4
ავტორი: Iunaitedi
5 აპრილი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Memphis_Depay
me mimachnia rom lingardis nacvlad sxva idges dziritadshi jobia ... bolo bolo depay atamashos tore daikargeba dimariasavit ))) da mere darwmunebuli var bevrs miagwevs kargi mwvrtneli tu ishova ))

ხო ლინგარდის ძირითადსჰი დაყენებას არც მე ვემხრობი. რაცარუნდა იყოს დეპაი მირჩევნია.
0
№5
ავტორი: Count Alucard
6 აპრილი 2016 01:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საერთო ჯამში არც ისე საინტერესო მატჩი იყო და რეალურად გადავრჩით რამდენიმე ეპიზოდში ... მოგება ყოველთვის კარგია, მაგრამ მას დამსახურება უნდა...
0
№6
ავტორი: Wardell
6 აპრილი 2016 13:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ბლინდმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და არ ველოდი ნამდვილად მისგან, მეგონა ისევ სმოლინგი გაიბრწყინებდა. ვინმე სწრაფი და ძალიან მოძრავი რო ხვდება მერე აქ ხოლმე ცოტა პრობლემა თორე ჯანიანებს მგონი გამოუდნო გასაღები.

მორგანს რა სჭირს ვერ ვხვდები სოტონში სტანდარტებზე ეგ და ფონტე ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ ხოლმე და აქ სულ ერთი ნაბიჯით უკან არის მეტოქეზე.

კარგია რომ მოვიგეთ, ტოტენჰემთან პოტენციურად 6 ქულაა სხვაობა, მომდევნო ტურში თუ მოვუგეთ 3 გახდება და სიტისთან ერთად მათი ჩამოტოვების რეალური შანსი ჩნდება, არსენალს იმდენად კარგი კალენდარი აქვს არამგონია გამოჭერა მოვახერხოთ.
0
№7
ავტორი: stepno
22 აპრილი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხარისხია უბრალოდ ძალიან დაბალიი smile
0
№8
ავტორი: de gea1
23 აპრილი 2016 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top