"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს სჯერა, რომ კლუბისა და ნაკრებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
თებერვალში ტრავმის მიღების შემდეგ, რომელმაც ინგლისის ნაკრებში რუნის ორი მატჩი გამოატოვებინა, კრიტიკოსებს ევროპის ჩემპიონატზე მისი წასვლის საჭიროებაში დაეჭვების საფუძველი მისცა, რამეთუ ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდიმ თავდასხმის ხაზში წარმატებით გაართვეს თავი დავალებას. გარდა "ლესტერისა" და "ტოტენჰემის" ფორვარდისა, "სამ ლომთა" რიგებში არიან დენი ეულბეკი და დანიელ სტარიჯიც.
30 წლის რუნი კი ჯერ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს: "ვგრძნობ, ჯერ კიდევ დამრჩა რამდენიმე წელი. პირველ ყოვლისა, გუნდის დახმარებას ვცდილობ, ხოლო თუ გოლსაც გავიტან, დიდებული იქნება.
ბოლო ორ წელზე მეტია ინგლისის ნაკრებში კარგ ფორმას ვაჩვენებ, ბევრი გოლი გავიტანე. რეკორდი 40 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო, ასე რომ, მისი დამხობა ბევრს ნიშნავს- და ის, რომ სერ ბობიმ გადმომცა ჯილდო, ამას უფრო განსაკუთრებულს ხდის.
მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რეკორდი დავამყარე და ახლა მხოლოდ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა მსურს.
ტრავმამდე ძალიან კარგად ვთამაშობდი, ასე რომ, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ეს წარსულია, მე კი მომავალს უნდა ვუყურო.
ახლა განსხვავებული ფეხბურთელი ვარ იმისგან, რაც მანამდე ვიყავი, ამიტომაც არ ვადარებ ჩემს თავს- ყოველთვის მომდევნოზე ვფიქრობდი და ვრწმუნდებოდი, რომ ზაფხულში საუკეთესო ფორმაში ვიქნებოდი", - განაცხადა რუნიმ.