"იუნაიტედის" 20 წლის ფორვარდმა, ეშლი ფლეთჩერმა კარიერაში პირველი ოფიციალური ტიტული მოიგო.
კვირას "უემბლიზე" საფეხბურთო ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა "ბარნსლისა" და "ოქსფორდ იუნაიტედს" შორის. ფლეთჩერმა მატჩში გოლის გატანა მოახერხა, საბოლოოდ კი პირველი ტიტულის მფლობელიც გახდა.
ამ თასს სხვაგვარად ჯონსტონ პეინტ ტროფისაც უწოდებენ და ინგლისში მნიშვნელობით მესამე ტიტულად ითვლება ინგლისის თასისა და ლიგის თასის შემდეგ.
ფლეთჩერი, რომელიც იჯარის წესით "ბარნსლიში" გამოდის, სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა და 68-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, ანგარიში კი 2-1 გახდა. შეხვედრა საბოლოოდ 3-2 დასრულდა, ახალგაზრდა ფორვარდი კი პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.
მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ფლეთჩერმა "ბარნსლის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.