ეშლი იანგი და ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდის რიგებში "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
დუეტი იანვრის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს, მაგრამ ახლა ორივე მათგანი ახლოსაა პირველ გუნდში დაბრუნებასთან. იანგი "ევერტონთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ხოლო ფილ ჯონსი, ლუი ვან გაალის თქმით, ჯერ მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ არის მზად.
უორენ ჯოისის გუნდი ლიდერ "სანდერლენდს" 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თადარიგში 4 მატჩი აქვს.
"ჩელსი" კი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს და ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია.