თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2016, 21:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3419,
კომენტარები: 2
სერ ბობი ჩარლტონის მაგალითი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სერ ბობი ჩარლტონის მაგალითი
სალამი ყველას.

სანაკრებო მატჩების შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნება და გამარჯვება შესანიშნავია. ისეთი კარგი კოლექტივის წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვება, როგორიც "ევერტონია", სეზონის დასკვნით მონაკვეთში დამატებითი ენერგიითა და ოპტიმიზმით გვავსებს. ამიერიდან შვიდი მატჩის დაგვრჩა (ინგლისის თასის გამოკლებით) და ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ქულის აღებაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლო მატჩი დასრულდება, ზუსტად ვიტყვით, რომელ ადგილს დავიკავებთ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გავმართავთ. ჩვენთვის ეს სერიოზული გამოწვევაა და შესანიშნავი შესაძლებლობა იმის საჩვენებლად, რისთვისაც სეზონის ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

კვირის მატჩი განსაკუთრებული იყო ბობი ჩარლტონს წყალობით. მას შემდეგ, რაც კლუბში გადავედი, მის მხარდაჭერას ვგრძნობ. მას ის განსაკუთრებული სიმშვიდე და პოზიტივი აქვს, რომლის ღირსიც ასეთი მასშტაბის ლეგენდაა. ის მაგალითაია. ადამიანი, რომელმაც გაამტკიცა, რომ გარემობამ შენს გზაზე ხელი არ უნდა შეგიშალოს, რომ თუ იბრძოლებ, მიაღწევ იმას, რისკენ ილტვი, მიუხედავად სირთულეებისა. მოკლედ რომ ვთქვა, განსახიერებაა იმ დონისა, რომელსაც ეს კლუბი წარმოადგენს. იყო და რჩება იმ მაგალითის იდეალად, რაც ნამდვილ "წითელ ეშმაკებოას" ნიშნავს. ახლა "ოცნების თეატრის" ერთ-ერთ ტრიბუნას მისი სახელი ჰქვია. ყოველთვის, როცა მოედანზე გავალთ, ის შეგვახსენებს ჩვენ, მოთამაშეებს მის სიადიადეს. ასეთი რამეების ხარჯზე კვლავ გესმის, რამდენად განსაკუთრებულია ეს კლუბი. სერ ბობი ჩარლტონი, ეჭვგარეშე ყოველი ჩვენგანისთვის სამაგალითოა.

"ევერტონთან" მატჩი არც ადვილი იყო, არც სანახაობრივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩვენი მოქმედებების გამო დავიმსახურეთ. გარდა ამისა, გვინდოდა, ეს სმაი ქულა სერ ბობისთვის მიგვეძღვნა! ჩვენს სათამაშო გეგმას არ გადავუხვიეთ, რამაც მეორე ტაიმში თავისი შედეგები გამოიღო. ვფიქრობ, რომ შესვენების შემდეგ უკეთესად ვთამაშობდით, მოწინააღმდეგის კართან უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით. გავიტანეთ გოლი, მე კი მის შექმნაში მონაწილეობა მივიღე. სამმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა: რეშფროდი, ფოსუ-მენსა და მარსიალი. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, რისკენაც მივისწრაფით: ახალგაზრდა ბიჭები ბრწყინვალე აწმყოთი და მომავლით, რომლებიც უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არიან. კლუბის აკადემია თავის საქმეს შესანიშნავად უმკლავდება, რასაც ნაყოფი მოაქვს.

ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ, გეხვევით,
ხუანი.

P.S. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემს YouTube არხზე კომენტარებისა და შემოთავაზებებისთვის. ამ კვირაში სიურპრიზი გელით.
მატას ბლოგი
2 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2016 22:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კვირას ბევრი რამ.მოხდა კარგი, მთავარია მოვიგეთ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 09:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტოტენჰემს სანაკრებო პაუზის მერე ძალიან გადაღლილი ფეხბურთელები ჰყავდა და დაეტყო გუნდს ლივერპულთან. ახლა ფორმას აღიდგენენ და მათ მოედანზე ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ წელს ბევრი ძნელი მატჩი მოვიგეთ უკვე და არც ეგ არის მოუგებელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top