ხუან მატა მატჩის შემდგომ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ ენტონი მარსიალს ყველაფერი აქვს "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მისაღწევად.
მარსიალმა სეზონში მე-13 გოლი გაიტანა "ევერტონთან" მატჩის მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში, როცა ტიმოთი ფოსუ-მენსას საგოლე გადაცემით ისარგებლა.
20 წლის ფეხბურთელის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი მე-1000 აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის" საშინაო არენაზე გატანილ გოლთა რიცხში, ასეთი შედეგი კი პრემიერ ლიგის სხვა არცერთ გუნდს აქვს.
"პირველივე დღიდან, რაც მასთან ერთად ვვარჯიშობ, ვგრძნობ, რომ ამ ბიჭს რაღაც განსაკუთრებული აქვს.
მას ყველაფერი აქვს ამ კლუბში წარმატების მისაღწევად. სწრაფია, გოლები გააქვს, ერთი-ერთზე ფეხბურთელებს ატყუებს და ფეხბურთი ესმის.
მასთან ერთად თამაში მომწონს, რადგან ერთმანეთს ვუგებთ და ერთად ბედნიერები ვართ. მას ფანტასტიკური სეზონი აქვს და ვიმედოვნებ, უფრო მეტ გოლს გაიტანს", - განაცხადა მატამ.
რაც შეეხება გოლს, მატას მიაჩნია, რომ შესანიშნავი გუნდური მოქმედების შედეგად გავიდა და მას შემდეგ, რაც "კანფეტებმა" რამდენიმე მომენტი შექმნეს, მატა სამი ქულის აღებით კმაყოფილი დარჩა.
"დიდებული ჩართული პასი იყო და მე მხოლოდ ბურთის ფლანგიდან გადატანა ვცადე. ამის შემდეგ ტიმოთიმ და მარკუსმა შესანიშნავად იმოქმედეს და, რა თქმა უნდა, ენტონი საჯარიმოში ძალიან სახიფათოა. ძალიან კარგი გუნდური თამაში იყო და საბედნიეროდ, გოლი გავიტანეთ.
მათაც ჰქონდათ შანსები; ძალიან კარგი გუნდია და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ საბოლოოდ ერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა, დღეს ძალიან ბედნიერები ვართ".ამ გამარჯვების შემდეგ "წითლებს პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი, 15 "მშრალი" აქვთ ჩატარებული და მატა ფიქრობს, რომ ეს დაცვის ხაზის დამსახურებაა.
"დაცვის ხაზი შესანიშნავად მოქმედებს, რაც ჩვენი წამყვანი ფეხბურთელებისა და მეკარის დამსახურებაა. დავიდი ფანტასტიკურად მოქმედებს და როცა რომერო თამაშობდა, ისიც ფანტასტიკურად მოქმედებდა. ჩვენი მცველებით ძალიან ბედნიერები ვართ, მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და დღეს მოსაგებად შანსებიც შევქმენით".მატამ 18 წლის ფოსუ-მენსა ცალკე გამოყო და შეაქო. ტიმოთიმ შესვენებაზე მარკოს როხო შეცვალა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
"ძალიან სასარგებლო დანამატია. დეილი ბლინდის ტრავმის გამო დაცვის ცენტრში უნდა ეთამაშა ბოლო წუთებში და თავი კარგად გაართვა.
ბურთს კარგად ეპყრობა, სწრაფია და გულშემატკივრის წინაშე თამაში სურს. მის და ახალგაზრდების გამო ბედნიერები ვართ, რაც დადებითად მეტყველებს აკადემიის ფეხბურთელებზე და მწვრთნელი მათ ენდობა".წყარო:
manutd.com