ლუი ვან გაალის კომენტარი "ევერტონთან" გამარჯვების შემდეგ.
ლუი ვან გაალი მოხარულია "მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებით.
"წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1-0 დამარცხეს "ევერტონი", ვან გაალმა მატჩის შემდგომ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
შედეგის შესახებ"ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად მოპარული გამარჯვება იყო, რადგან არც ისე კარგად ვითამაშეთ. ცოცხლად ვერ გამოვიყურებოდით მიუხედავად იმისა, რომ მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო გვქონდა. ვერასდროს მიხვდები, როგორ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დაგიბრუნდებიან საერთაშორისო შესვენების შემდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მაგრამ მათაც შეეძლოთ ორი გოლის გატანა. დღეს გაგვიმართლა. ძალიან მნიშვნელოვანია; დღეს რომ წაგვეგო, "სიტისთან" გამარჯვება ფასს დაკარგავდა. ახლა ისევ რბოლაში ვართ, ოთხი საშინაო და სამი გასვლითი მატჩი დაგვრჩა. "ტოტენჰემთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გვექნება, შარშან იქ კარგად ვითამაშეთ, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ იმავეს შევძლებთ".
სერ ბობი ჩარლტონისადმი მიძღვნა"ფანტასტიკური იყო. პრივილეგიაა იმის ხილვა, თუ როგორ სცემენ პატივს ფეხბურთელებს ინგლისურ კულტურაში- ამის ყურება ზღაპრულია. ხოლო, როცა სერ ბობისათვის ფეხზე წამომდგარი ხალხის ოვაცია ვნახე, თვალზე ცრემლი მომადგა. ეს ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, მან დაიმსახურა. ბავშვობაში სერ ბობისა და ჯიმი გრივზს ვუყურებდი, ისინი ჩემი კერპები იყვნენ. მერე კი მას "ოლდ ტრაფორდზე" მწვრთნელის რანგში მოსვლისას შევხვდი და ეს ჩემთვის პატივი იყო. ასე რომ, ჩემს გონებაში შემორჩა სერ ბობი და დღეს, როცა ფეხზე წამომდგარი ხალხის ოვაციები დავინახე, მივხვდი, რომ ფანების გონებაშიც არის. მას ვესაუბრე და ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ დღეს უნდა მოგვეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში არც იმდენად ბედნიერი დღე ექნებოდა".
ბლინდისა და როხოს შეცვლები"დეილი ბლინდმა წელს თითქმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე ღონე ეცლება. ამ კვირაში ორდღიან შვებულებას მივცემ და კარგად იქნება. ვფიქრობ, როხოსაც ჰქონდა პრობლემები ფრენის გამო, ამიტომაც შევცვალე. სანაკრებო შესვენებიდან ხუთშაბათს დაბრუნდა, მაგრამ უნდა მეთამაშებინა".
ენტონი მარსიალი"ჩემს პრესკოფენრენციაზე უკვე ვთქვი, რომ ენტონი მარსიალი, ასეთ ასაკში, გამონაკლისია. მან ყველა მატჩში ითამაშა და ეს რომ გააკეთო, ძალიან ძლიერი და თანმიმდევრული უნდა იყო, რადგან მე ყოველ კვირაში მიხდება მისი შედარება კონკურენტ ფეხბურთელებთან. ასე რომ, ფანტასტიკურია, რასაც ის აკეთებს".
ტიმოთი ფოსუ-მენსა"ვიფიქრე, რომ მარჯვენა ფლანგზე პირველ ტაიმში ძალიან ბევრი სივრცე რჩებოდა და მას შემდეგ, რაც ტიმი შევიყვანე, გამოსწორდა. ტიმოთის ვუთხარი, რომ მარჯვენა ფლანგზე სივრცეების გაჩენას უნდა გამკლავებოდა. და როცა ფეხბურთელი ამას აკეთებს, მწვრთნელს უმართლებს, მაგრამ შექება მაინც ფეხბურთელს, ტიმოთის ეკუთვნის და არა მწვრთნელს."
წყარო:
manutd.com