ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შეუძლია.
სერ ალექს ფერგიუსონი "იუნაიტედის" ხელმძღვანელობიდან ერთადერთია, ვინც ვან გაალი საჯაროდ შეაქო. ედ ვუდვორდმა თავის ბოლო პრესკოფერენციაზე ჰოლანდიელი საერთოდ არ ახსენა, რიჩარდ არნოლდმა მხოლოდ აკადემიის წარმატებაზე ისაუბრა და ვან გაალი არც CNBC-სთან ინტერვიუში გახსენებია, ხოლო წინასასეზონო ტურნეს ვიდეოში ვან გაალი საერთოდ არ ფიგურირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, სამომავლო გეგმებს ჯერ კიდევ ვან გაალი ადგენს.
"ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მომდევნო სეზონისთვის იდგმება, მე ვახორციელებ და მე გადავწყვიტე, ჩინეთში რვა დღით ჩავსულიყავით.
იქ მანამდეც ვყოფილვარ და მეც მითამაშია შანხაის ტურნირზე, ჰაერისა და გარემოს გამო ვერ ვვარჯიშობდით.
მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის მივდივართ და როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ვიცი, რომ ეს უნდა გავაკეთოთ.
მაგრამ ასევე მე გადავწიყვიტე, რომ რვა დღეზე მეტს იქ არ გავჩერდებით. ამის შემდეგ უკან დავბრუნდებით და ვივარჯიშებთ.
ძალიან კარგი მომზადება არ იქნება და რთული იმიტომაც არის, რომ წინ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს", - განაცხადა ვან გაალმა.