თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2853,
კომენტარები: 7
ფელაინი: "არ ვიცი, რატომ მისტვენენ გულშემატკივრები"
მარუან ფელაინი გულშემატკივართა საქციელს ხსნის.
ფელაინი:
მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებში მისი არაპოპულარულობა დევიდ მოიესთან კავშირით შეიძლება იყოს გამოწვეული.

2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლის შემდეგ მოიესის პირველი შენაძენი სწორედ ბელგიელი ფეხბურთელი აღმოჩნდა.

"იუაიტედის" გულშემატკივარს არასდროს გამოუხატავს ფელაინისადმი სიყვარული, რადგანაც მათი აზრით, მარუანის ფიზიკური სტილი კლუბის საფეხბურთო ისტორიას არ ესადაგება- და არიან ისეთებიც, ვინც ფელაინის შეცვლისას უსტვენენ.

ფელაინის კი მიაჩნია, რომ ეს მეტწილად დევიდ მოიესთან მისი კავშირით არის გამოწვეული და არა მისი სტილითა თუ თამაშით.

"ხანდახან ვამბობ, რომ იმის გამოა, დევიდ მოიესს რომ შევუერთდი, ხანდახან კი ვამბობ, რომ არა. სიმართლე კი ერთია- არ ვიცი.

ჩემს ოჯახს უფრო აღელვებს, ვიდრე მე. მე პროფესიონალი ვარ, ასე რომ, ამას უნდა გავუმკლავდე და არ მოვუსმინო. ხანდახან ეს რთულია, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია და მე ხომ დიდ კლუბში ვთამაშობ. ზოგჯერ ვერ ვხვდები. რატომ მე? არ ვიცი.

მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ხედავს მოედანზე ჩემს შრომას და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია".


ფელაინი: "არ ვიცი, რატომ მისტვენენ გულშემატკივრები"


ფელაინი აღნიშნავს, რომ კრიტიკა მასზე გავლენას არ ახდენს და ლუი ვან გაალის დავალებების შესრულებას განაგრძნობს, თუნდაც სხვადასხვა პოზიციაზე.

"ჩემი საუკეთესო მეგობარი მეუბნება: "ჯერ შენს თავზე იფიქრე" და მეუბნება, უფრო ეგოისტი ვიყო, მაგრამ ასეთი არ ვარ.

როცა მწვრთნელი კონკრეტულ პოზიციაზე თამაშს გთხოვს, ასეც უნდა მოიქცე. სეზონის დასაწყისში "ლივერპულის" წინააღმდეგ თავდამსხმელად თამაში მთხოვეს. ჩემზე რომ ყოფილიყო, ამ პოზიციას არ ავირჩევდი, მაგრამ ვალდებული ვიყავი, მეთამაშა და ჩვენ მატჩი მოვიგეთ. უბრალოდ უნდა გახვიდე და თავი გაართვა. როცა მწვრთნელი რაღაცის გაკეთებას მთხოვს, ვაკეთებ.

მე პროფესიონალი ვარ, კლუბისა და მწვრთნელის სამსახურში ვდგავარ. ჩემი საყვარელი პოზიცია ნომერი ექვსი ან ნომერი რვაა, მაგრამ მწვრთნელთან პრობლემა არასდროს მექნება, რადგან ჩემს სამუშაოს ვასრულებ",
- განაცხადა ფელაინიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
4 აპრილი 2016 12:40
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მემგონი მაინც იმიტო უსტვენენ, რომ ზედმეტად აგრესიულია არასაჭირო სიტუაციაში ჯარიმებს იღებს და ზედმეტად ბევრი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული... საერთო ჯამში ყოველ 3-4 მატჩში 1 გამოსდის კარგი და არც ისე პროდუქტიულია...
0
№2
ავტორი: AkkRed
4 აპრილი 2016 14:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შეცვლებზე შემოსაყვანი კაცია
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2016 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოიესი არაფერ შუაშია აქ, უბრალოდ მისი თამაში კარგთან მიახლოებულიც არა რის და მაგიტოა, რომ ფანები უკმაყოფილოები არიან, თუმცა ადამიანურად მაინც ცოდოა რა თქმა უნდა.
0
№4
ავტორი: MUfan#1
4 აპრილი 2016 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: Count Alucard
მემგონი მაინც იმიტო უსტვენენ, რომ ზედმეტად აგრესიულია არასაჭირო სიტუაციაში ჯარიმებს იღებს და ზედმეტად ბევრი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული... საერთო ჯამში ყოველ 3-4 მატჩში 1 გამოსდის კარგი და არც ისე პროდუქტიულია...

მე პირადად ზუსტამ მაგიტომ არ მევასება ეს.იმის მაგივრად რო სუფთად ეცადოს ბურთი წაართვას ხან კისერზე ეკიდება ხან ფეხებში ურტყავს.ამისი ორთაბრძოლების 99% ჯარიმით მრთავრდება

შარშან კიდე შეიძლებოდა ატანა სანამ თავით ითანდა და წელს ერთი 3-4 100% გოლი ვერ გაიტანა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2016 21:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდად არ მეხატება გულზე თუმცა ამის წასვლკის მომხრე ნაღდად არ ვარ. არის დღემდე პრობლემები რომლის მოგვარებაც მარტო ამას შეუძლია (სამწუხაროდ) ზოგჯერ არ გამოსდის მარა მაინც

სკამის ფეხბურთელია, ბოლო წუთებზე მხოლოდ საჯარიმოსთვის რომ შემოიყვან ისეთი
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
5 აპრილი 2016 08:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
faqtia sharshan felaini gundis erterti lideri iyo gazafxulis matchebshi ... wels ra daemarta ar vici magram martials da de xeas garda vinc undat gaushvan ... smolingis shous da shneiderlinis datoveba minda da danarchenebma naxui qnan da sxvebi movidnen
0
№7
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 09:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Memphis_Depay
faqtia sharshan felaini gundis erterti lideri iyo gazafxulis matchebshi ... wels ra daemarta ar vici magram martials da de xeas garda vinc undat gaushvan ... smolingis shous da shneiderlinis datoveba minda da danarchenebma naxui qnan da sxvebi movidnen

და მთელი გუნდი გამოვცვალოთ? 7-8 ახალი ფეხბურთელის მოყვანით უცებ აწყობილი გუნდი სად გინახავს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top