სერ ალექს ფერგიუსონმა სერ ბობი ჩარლტონთან მეგობრობაზე ისაუბრა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას კლუბთან და სპორტთან დაკავშირებული ადამიანებისთვის დიდებული მისაბაძი მაგალითი უწოდა.
1986 წელს "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექსის მოსვლის დღიდან "იუნაიტედის" ორმა ლეგენდარულმა ადამიანმა შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოაყალიბა და ხშირად სხედან გვერდი-გვერდ სამხრეთ ტრიბუნის დირექტორთა ლოჟაში. ტრიბუნის, რომელსაც ჩარლტონის სახელი დაერქვა.
"ბობის დიდებული მახასიათებელი - და ეს ყველასთვის სამაგალითოა, ვინც წარმატებას მიაღწია - არის მისი უნარი, იყოს თავმდაბალი და ამ მოკრძალებულობას მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს", - განაცხადა ფერგიუსონმა.
კვირის განსაკუთრებული მოვლენა ჩარლტონის დებიუტიდან 60 წლის იუბილეს ემთხვევა. დებიუტი კი ბრწყინვალე გამოდგა, რამეთუ სერ ბობი "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა "ჩარლტონ ატლეტიკთან" დუბლის შესრულებით დაიწყო.
"კიდევ ერთი რამ, რაც ბობის ახასიათებს, რომელმაც შესაძლოა გააკვირვოს ადამიანები, ვინც მის საფეხბურთო კარიერას იცნობენ, მისი სიმორცხვეა.
ძალიან მორცხვი ადამიანია და ქება-დიდება არ უყვარს, მაგრამ იმდენად სოლიდური ადამიანი და პერსონაა, რომ მთელ ცხოვრებას ანდობ", - დაასრულა შოტლანდიელმა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.