თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2016, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2541,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "ლუკაკუსთვის სპეციალური გეგმა გვაქვს"
ლუი ვან გაალი ბელგიელ ფეხბურთელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "ევერტონთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ყურადღებას რომელუ ლუკაკუზე გაამახვილებენ.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰარი კეინი და ჯეიმი ვარდი აჭარბებენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" ყოფილ ფორვარდს ვან გაალმა ძალიან საინტერესო უწოდა, დარწმუნებულია, რომ დეილი ბლინდი და კრის სმოლინგი მის განეიტრალებას შეძლებენ.

როცა ჰკითხეს, როგორ აპირებდა "კანფეტების" საუკეთესო ბომბარდირთან გამკლავებას, ვან გაალმა უპასუხა: "ყოველთვის გვაქვს სათამაშო გეგმა. ეს გეგმა პარასკევს დავამუშავეთ. ლუკაკუ, დიახ, მაგრამ ძალიან კარგი მცველები გვყავს სმოლინგისა და ბლინდის სახით.

ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა კლუბი ადარებს თავდამსხმელებს და, როცა ბევრი გოლი გაგაქვს, შენც პოტენციური კანდიდატი ხდები.

ფეხბურთი ასეთია. როცა შედეგს დებ, თავდამსხმელისგან მერე მხოლოდ გოლების გატანას ელოდები ან საგოლე გადაცემების გაკეთებას და, თუ ამას აკეთებს, უმაღლეს დონეს აჩვენებს პრემიერ ლიგაში, მაშინ ძალიან საინტერესო ფორვარდია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: s.a.b.a
3 აპრილი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
lukaku rom mova shen holandiashi iqnebi
0
№2
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2016 12:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგი მცველები გვყავს სმოლინგისა და ბლინდის სახით

derpwhy

წინა თამაშივით სწრაფი გოლი რომ გავიტანოთ საკმარისი იქნება მატჩის მოსაგებად
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 აპრილი 2016 13:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამას ფიზიკურად სმოლინგი თუ დაუდგება, თორემ ბლინდმა რა უნდა უქნას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: PaLoMo
3 აპრილი 2016 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: RojoDiablo
ამას ფიზიკურად სმოლინგი თუ დაუდგება, თორემ ბლინდმა რა უნდა უქნას.

ბლინდი ტეკქნიკურად ეთამაშებაა ყველას ძმა,რაც მაგას კარგად გამოდის.ჩკვიანი მცველია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: RojoDiablo
3 აპრილი 2016 13:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: O Neil
ბლინდი ტეკქნიკურად ეთამაშებაა ყველას ძმა,რაც მაგას კარგად გამოდის.ჩკვიანი მცველია

ეთამაშება, მაგრამ მხარს მიკრავენ და აღარსად არის. ბლინდს თამაშის წაკითხვა გამოსდის კარგად, მაგრამ ბეინსი რომ ჩაუწოდებს ლუკაკუს თავზე ბლინდმა რა უნდა უქნას? მაგან ბარკლის მიხედოს უკეთესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 აპრილი 2016 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბლინდი არ ვიცი, მაგრამ სმოლინგთან ძალიან გაუჭირდება ლუკაკუს.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2016 15:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მახსენდება არც ერთი მომენტი სადაც ბლინდი ვინმეს თავზე ბრძოლას უგებს, ძალიან ცუდია მეორე სართულზე. სხვა პლიუსები აქვს და იყენებს ასე თუ ისე, პირადად მე მაგრად მომწონს ეგეტი სტილის ფეხბურთელები, ტუმცა ლუკაკუსნაირ ფორვარდებთან ბლინდი სუსტად გამოჩნდება ყოველთვის
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
3 აპრილი 2016 17:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
tu wina tamashivit swrafi shetevebit gaitanes su chakvdeba lukaku )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top