გუნდს ორი ტრავმირებული დაუბრუნდა.
ეშლი იანგი და ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში "ევერტონთან" მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
იანგი იანვარში "ლივერპულთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებდა თამაშს, მაგრამ ამჯერად გუნდის 18-კაციან განაცხადში მოხვდა.
ერერამ "სიტისთან" და "ლივერპულთან" "იუნაიტედის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, მაგრამ განაცხადში ისიც მოხვდა.
უეინ რუნი, ბასტიან შვაიშტაიგერი, ლუკ შოუ, ფილ ჯონსი, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი კვლავ ტრავმირებულნი არიან.
"იუნაიტედის" სრული განაცხადი: De Gea, Romero, Darmian, Valencia, Smalling, Blind, Fosu-Mensah, Rojo, Young, Schneiderlin, Herrera, Carrick, Fellaini, Memphis, Mata, Lingard, Rashford, Martial