ჯესი ლინგარდი აცხადებს, რომ ურთიერთობას არ წყვეტს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ რიო ფერდინანდთან.
ფერდინანდმა, რომელმაც კარიერა შარშან დაასრულა, 23 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ დერბიში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო შეაქო.
რიომ "თვითერზე" დაწერა: "ლინგარდი... ნამდვილი ფეხბურთელია. აკეთებს იმას, რასაც ბავშვების უმეტესობა ასეთ ასაკში არც კი აფასებს- ბურთით ჭკვიანური მოქმედება."
როცა ლინგარდს ჰკითხეს, წაიკითხა თუ არა კომენტარი, მან უპასუხა: "წავიკითხე. ვფიქრობ, როცა ნომერი 10-ს პოზიციაზე თამაშობ, ჭკუა და ხედვა გჭირდება, რათა ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დაინახო და ეს მკვლელი პასი გააკეთო. მაგრამ რიოს ნათქვამი დამატებით თავდაჯერებულობას მმატებს. რიოს ჯერ კიდევ ვესაუბრები.
ის ყოველთვის მაქცევდა ყურადღებას და ჯერ კიდევ ვეკითხები რჩევას. ვნახავ, უყურებს თუ არა თამაშს.
ასეთი რამეები ყოველთვის კლანჭებს გიჩენს და უფრო მეტს განდომებს. მე კი მხოლოდ მიწაზე უნდა ვიდგე და ბევრი ვიშრომო. ჯერ მხოლოდ პირველი სეზონი მაქვს, ისეთი არაფერი გამიკეთებია. მოედანზე ბევრი უნდა ვიშრომო.
სეზონის დასრულებამდე რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება უნდა მოვახერხო. ინგლისის თასზე უნდა შემოვრჩეთ და ოთხეულშიც მოვხვდეთ".