"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ანხელ დი მარიას კომენტარს უპასუხა და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა პირველ რიგში თავის თავს უნდა შეხედოს, შემდეგ კი მწვრთნელს.
არგენტინელმა ვინგერმა ლუი ვან გაალი გააკრიტიკა და მას ფეხბურთელთა არასწორად გამოყენებაში დასდო ბრალი, რასაც დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" წარუმატებელად ასპარეზობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს.
"ევერტონთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი ვან გაალმა ამ კომენტარს თავისი არგუმენტით უპასუხა.
"არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც თავის თავს უყურებს, რომელიც თავის თამაშს აქცევს ყურადღებას და ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალია.
ამგვარად, დი მარიაც ერთ-ერთ იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც თავის თავს თვითკრიტიკულად არ უყურებს და სამწუხაროდ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყოველთვის ასე ხდება", - განაცხადა ვან გაალმა.