"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი გამოჯანმრთელდა და "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
24 წლის მცველი პირველ გუნდში იანვრის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს. თუმცა ამ პერიოდში ერთი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის რიგებში "ნორვიჩ სიტის" წინააღმდეგ, რომელიც "წითლების" გამარჯვებით 7-0 დასრულდა.
ვან გაალმა განაცხადა, რომ ჯონსი კვირას "ევერტონთან" მატჩის განაცხადში არ იქნება, რადგან პირველ გუნდში დაბრუნებამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
"ფილ ჯონსი მეორე გუნდში სათამაშოდ ჯანმრთელია", - დაადასტურა მწვრთნელმა.