პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 32-ე ტური
თარიღი: კვირა, 3 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ჯონსი, რუნი, შვაინშტაიგერი, უ.კინი, ერერა, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, McNair, Borthwick-Jackson, Williams, Fosu-Mensah, Blind, Smalling, Schneiderlin, Herrera, Fellaini, Carrick, Weir, Mata, Young, Lingard, Depay, Martial, Rashford.
მატჩის წინა პრესკოფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ანდერ ერერა და ეშლი იანგი მოედანს მალე დაუბრუნდებიან, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი გამოტოვებს არა მარტო შეხვედრას "ევერტონთან", არამედ მთელ სეზონს. უეინ რუნიმ ვარჯიშები გაანახლა და შესაძლოა, 21-წლამდელთა გუნდში ითამაშოს. ორშაბათს სავარჯიშო ბაზას დაუბრუნდება ლუკ შოუ და ფიზიოთერაპევტთან ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებს.
"ევერტონი"
ტრავმირებულები: ჰიბერტი, ბრაუმინგი, პიენაარი
დისკვალიფიკაცია: ბარი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Robles, Coleman, Jagielka, Stones, Baines, McCarthy, Besic, Lennon, Cleverley, Barkley, Lukaku, Howard, Oviedo, Galloway, Funes Mori, Osman, Mirallas, Deulofeu, Kone, Niasse.
ჯონ სტოუნსი მზად არის, კვირას გასამართ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო. დისკვალიფიკაციის შემდეგ შემადგენლობას უბრუნდება მირალიაში, ხოლო გარეტ ბერი მატჩს სწორედ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მცველმა ბრაიან ოვიედომ ინექციის შემდეგ ადვილად გამოჯანმრთელება შეძლო.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-წ-მ
მე-6 ადგილი, 50 ქულა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.
"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე მხოლოდ 2 მატჩი წააგეს. მსგავსი მაჩვენებლით მხოლოდ ჩემპიონატის ლიდერი "ლესტერი" სჯობს.
"წითელ ეშმაკებს" შანსი აქვთ, 2015 წლის აპრილის შემდეგ ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება იზეიმონ. მაშინ გუნდმა თებერვლიდან აპრილამდე ზედიზედ 6 საშინაო შეხვედრა მოიგო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრებში 999 გოლი გაიტანა.
"ევერტონი"
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-წ-წ
მე-12 ადგილი, 38 ქულა
"ევერტონმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 14 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო- 6 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.
თუმცა "კანფეტებმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 4 შეხვედრიდან სამი წააგეს, მათ შორის ბოლო ორიც, მიმდინარე სეზონში კი ზედიზედ სამჯერ არასდროს დამარცხებულან.
"ევერტონმა" პრემიერ ლიგაში სულ 199 გასვლითი მატჩი წააგო და გასვლაზე სულ 499 ქულა აიღო.
მარტინესის გუნდმა მეტოქის კარისკენ დარტყმული რაოდენობის 18% გარდასახა გოლად- ეს ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მსგავსი მაჩვენებელია.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში)
მიმდინარე სეზონში, როცა სასტარტო შემადგენლობაში მორგან შნეიდერლინი თამაშობდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული თავისი მატჩების 57% მოიგო, ხოლო როცა არ თამაშობდა, მხოლოდ 35%.
თუ მოედანზე უეინ რუნი გავა, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ევერტონი"
წამყვანი ბომბარდირები: ლუკაკუ - 25 გოლი (18 ლიგაში).
თუ მოედანზე დარონ გიბსონი, ტომ ქლევერლი და ტიმ ჰოვარდი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
რომელუ ლუკაკუ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელია იმ ოთხთაგან, რომლებმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი შეასრულეს. დანარჩენი სამი ფეხბურთელი დირკ კიუიტი, დავიდ ბენტლი და სამუელ ეტო'ო არიან.
ლუკაკუმ "ევერტონის" ბოლო 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 191-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 83-ჯერ იზეიმა, "ევერტონმა" 66-ჯერ, ხოლო 42 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ პირველ 40 მატჩში მხოლოდ 4 გამარჯვების მოპოვების შემდეგ (4 მოგება, 7 ფრე, 29 წაგება), "ევერტონმა" "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ბოლო შვიდ მატჩშიც 4 მოიგო- 4 მოგება, 3 წაგება.
თუმცა "ევერტონმა" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 22 მატჩში მხოლოდ 1 მოიგო.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
"ევერტონის" სტადიონილიგა: "იუნაიტედი" - 76 მოგება, "ევერტონი" - 57 მოგება, ფრე -40.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 31 მოგება, "ევერტონი" - 7 მოგება, ფრე -6.
"იუნაიტედის" სტადიონი
ლიგა: "იუნაიტედი" - 49 მოგება, "ევერტონი" - 16 მოგება, ფრე - 21.
პრემიერ-ლიგა: ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ევერტონი" - 3 მოგება, ფრე - 4.
გასული წლის ანალოგიური მატჩი"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1
"ევერტონი" თარიღი: კვირა, 5 ოქტომბერი, 2014
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: დი მარია 27', ფალკაო 62'
გოლი "ევერტონის" რიგებში: ნაისმიტი 55'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 92 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, დევიდ ბრაიანი
სათადარიგო არბიტრი: მაიკ ჯონსი