ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს ბრძოლის მიზეზი, რადგანაც ჰოლანდიელი ინგლისის თასის მოგებასა და პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულში მოხვედრას ისახავს მიზნად.
"იუნაიტედი" ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა მესამეადგილოსან "არსენალს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი 8 მატჩია დარჩენილი.
ვან გაალის გუნდმა ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან სამი მოიგო, მათ შორის მანჩესტერული დერბიც.
"წითელ ეშმაკებს" ჯერ კიდევ შეუძლიათ ინგლისის თასის მოგება, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე "ვესტ ჰემთან" გადათამაშება ელით.
"ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლა და ჩვენ ამის გვჯერა, ფეხბურთელებს სჯერათ.
ასევე შეგვიძლია ინგლისის თასის მოგება, ასე რომ, ბევრი მიზეზი გვაქვს ბრძოლისთვის.
იმედი მაქვს, ამას ჩვენს პირველივე მატჩში ვაჩვენებთ "ევერტონთან", რადგანაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება იმის გასაგრძელებლად, რაც "სიტისთან" გავაკეთეთ", - განაცხადა ვან გაალმა.