ლუი ვან გაალმა სერ ბობი ჩარლტონს თავისი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი უწოდა.
როცა 2014 წლის ივლისში ჰოლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, 1968 წლის მსოფლიო ჩემპიონი მას "ოლდ ტრაფორდზე" დახვდა. ვან გაალისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო და მაშინ პატივისცემის გამოსახატად გრძელი სიტყვა წარმოთქვა.
"ევერტონთან" მატჩის წინ, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ოლდ ტრაფორდის" სამხრეთ ტრიბუნას სწორედ სერ ბობი ჩარლტონის სახელი დაერქმევა. ვან გაალმა თავის პრესკოფერენციაზე "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ხელმძღვანელობაშია და ყოველთვის მიჭერს მხარს, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ მისით. არა მარტო ამიტომ.
პირველ დღეს შევხვდი და სტადიონი დამათვალიერებინა. ჩემი ახალგაზრდობის კერპი იყო.
ინგლისის თასის ყურებისას ინგლისში ორი კერპი მყავს. ერთ-ერთი მათგანი ჯიმი გრივსი იყო და მეორე ბობი ჩარლტონი, ასე რომ, მას წლებია ვიცნობ წარმოსახვაში.
ახლა პირადად შევხვდი. ისეთი კეთილი, მეგობრული ადამიანია და მისი ცოლიც მშვენიერი და მეგობრულია. ძალიან ვამაყობ, რომ ისეთ ღირსეულ რამეს მიიღებს, როგორიც პირადი ტრიბუნაა, რადგან ამას ცოტა კლუბი თუ აკეთებს და ამის გამო მოხარული ვარ", - განაცხადა ვან გაალმა.