თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2016, 23:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1911,
კომენტარები: 6
ვან გაალი ტრამივრებულთა შესახებ
ვან გაალმა ლუკ შოუსა და უეინ რუნის შესახებ სასიამოვნო ცნობები გაავრცელა.
ვან გაალი ტრამივრებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს, ხოლო უეინ რუნის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და მალე 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

შოუმ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ მატჩში და სექტემბრის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. რუნი კი 13 თებერვალს "სანდერლენდთან" მატჩში დაშავდა.

"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ვან გაალმა განაცხდა: "უეინი დიდებულად მოქმედებს. მასაც თითქმის იგივე ტრავმა აქვს, რაც ბასტის. შესანიშნავად მოქმედებს. დღეს უფრო დაბალ დონეზე მცირე უნარების ვარჯიშები შეასრულა ბურთით. ეს მისთვის ძალიან კარგია".

რაც შეეხება შოუს, ვან გაალმა მის შესახებაც სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: "ორშაბათს, მოედანს ორშაბათს პირველად დაუბრუნდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფიზიოთერაპევრტთან და არა ვარჯიშების მწვრთნელთან. უეინი კი უკვე ვარჯიშების მწვრთნელთანაა".

ანდერ ერერამ "იუნაიტედის" ბოლო ორი შეხვედრა ასევე ტრავმის გამო გამოტოვა, ვან გაალმა კი დაადასტურა, რომ ეშლი იანგთან ერთად ისიც მალე დაუბრუნდება მოედანს.

"ორივე ბრუნდება. იანგმა და იანუზაიმ გასულ პარასკევს საერთაშორისო შესვენებისას რეზერვების რიგებში ერთმანეთში ითამაშეს. ასე რომ, ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
2 აპრილი 2016 00:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შოუს დაბრუნებას როგორ ველოდები feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 აპრილი 2016 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შოუს ალბათ ამ სეზონში მაინც ვერ ვიხილავთ მოედანზე, თუმცა უკვე კარგია რა თქმა უნდა, რომ ნელ-ნელა უბრუნდება ვარჯიშებს. რუნი კიდე იმედია აღარ დაიტრავმება, თორე მერე ალბათ მართლა ვეღარ ითამაშებს ევროპაზე areyoukiddingme
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 აპრილი 2016 11:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საერთოდ ნუ ათამაშებს, კაცო, საერთოდ, ოღონდ ევროპა არ გამოატოვებინო რუნის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
2 აპრილი 2016 12:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუ love
0
№5
ავტორი: AkkRed
2 აპრილი 2016 12:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნიმ თუ სეზონის ბოლომდე კიდევ ერთხელ აიკიდა ტრავმა შეგვიძლია დავემშვიდობოთ მას ევროპაზეც და ისედაც როგორც მაღალი დონის ფეხბურთელს, სულ ტრავმებში გაატარებს კარიერას, როგორც ახლა შვაინაა.
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
2 აპრილი 2016 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
შოუს დაბრუნება მარცხენა ფლანგს გამოაცოცხლებს ... როცა მარსიალს ან დეპაის შეუწყვილდება მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდ სიმწვავეს შეიძენს ეს ფლანგი ... თან როგორც მახსოვს დეპაი შოუ კარგი დუეტი იყო და მარსიალი გადაიწევს მარჯვენა ფლანგზე ... თუმცა ალბათ ფორმის აკრებას მოუნდება დიდი ხანი შოუ და ეგ საკმაოდ დიდ დროს წაიღებს no
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top