ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმას ლუი ვან გაალმა "დიდი დარტყმა" უწოდა.
გერმანელმა ნახევარმცველმა სანაკრებო შესვენებისას ინგლისთან მატჩამდე მიიღო ტრავმა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მატჩები გამოტოვა.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე რვა ტური დარჩა, შვაინშტაიგერის თამაში კი მიმდინარე სეზონში საეჭვოა, გარდა ამისა, საეჭვოა ევროპის ჩემპიონატზე მისი მონაწილეობა.
"შვაინშტაიგერი მატჩებამდეც იყო ტრავმირებული. ვგონებ, ვარჯიშის მეორე დღეს მოხდა. ჩვენთვის და ეროვნული ნაკრებისთვის დიდი დარტყმაა.
ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, გამოტოვებს თუ არა სეზონის დარჩენილ ნაწილს, რადგან მისი გამოჯანმრთელების პროცესი უკვე დაიწყო. უნდა მოიცადო და ნახო.
შვაინშტაიგერს ტრაგიკული ტრავმა აქვს, რადგან როგორც მოსალოდნელია, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, თუმცა წინასწარ არასდროს იცი.
თუ გერმანიის ნაკრებში თამაში სურს, ბევრი უნდა იშრომოს, რადგანაც ეროვნული გუნდის მწვრთნელს უნდა, რომ ათამაშოს, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებს, თუმცა რთული იქნება", - განაცხადა ვან გაალმა.