"მანჩესტერ იუნაიტედს" გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაისის დასაწყისში ჟოზე მოურინიოსთან ფორმალური შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, თუკი ლუი ვან გაალის შეცვლა სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელით სურს, რადგანაც მოურინიო თავის მომდევნო სამუშაო ადგილს მაისში აირჩევს.
ედ ვუდვორდმა, "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა და გლეიზერების ოჯახმა, "იუნაიტედის" მფლობელებმა ვან გაალს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ აქტიურად განიხილება მოურინიოს კანდიდატურა.
"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ არცერთს არ დასთანხმდა, რადგან "იუნაიტედში" მუშაობა სურს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვან გაალი ჯერ კიდევ რჩება "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მოურინიოს მოცდა მოუწევს.
ეს გაურკვევლობა იმით არის გამოწვეული, რომ ვან გაალს ჯერ კიდევ აქვს გუნდის ოთხეულში შეყვანის შანსი და სანამ ეს შესაძლებლობა არსებობს, პოსტსაც შეინარჩუნებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების შეტანას მოისურვებს.
ამ ვითარებაში კი მოურინიოს წინასწარი კონტრაქტის მიღების იმედი აქვს და ეს შეიძლება მოხდეს მოვლენათა ნებისმიერი განვითარების პირობებში.
პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება, მაგრამ მოურინიოს პოლიტიკის თანახმად, ახალი ფეხბურთელების შეძენაზე მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს- როცა შიდა ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება.
წყარო:
guardian