თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2016, 17:00
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2926,
კომენტარები: 5
ვიდიჩი: "ამხანაგური მატჩია, მაგრამ არც აქ გინდა "სიტისთან" წაგება"
ნემანია ვიდიჩის ვრცელი ინტერვიუ.
ვიდიჩი:
ნემანია ვიდიჩი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე თავისუფალია, მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა ბრაიან რობსონთან ერთად ჩინეთში იმყოფება, რათა ,,იუნაიტედის'' საზაფხულო ტურნეს გაუწიოს ორგანიზება. სწორედ აქ ვიდიჩმა კლუბის ტელეარხს ინტერვიუ მისცა, სადაც აზიაში გატარებული დრო და პირველი მანჩესტერული დერბი გაიხსენა და ამასთან ,,იუნაიტედის'' ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შეაფასა.

რას გვეტყვი, რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ ,,იუნაიტედი'' ტურნეზე ჩინეთში წავიდოდა?

,,მესიამოვნა, რადგან აქ ჩვენ 100 მილიონზე მეტი გულშემატკივარი გვყავს, ასე რომ, კარგი იქნება მათთან სტუმრობა. ისინი ნამდვილად აღმერთებენ ,,იუნაიტედს''. აქ მე 2007 წელს ვიყავი, შესანიშნავი ტურნე გამოვიდა, მათგან ბიჭებმა დიდი ენერგია მივიღეთ .''

თქვენ ორი მატჩი ჩაატარეთ და ორივე მოიგეთ, როგორი იყო გულშემატკივრების რეაქცია და რას ელით მათგან ახლა?

,,ჩინეთის ყველა კუთხეში ვგრძნობდით, თუ როგორ უყვარდა ხალხს და აღმერთებდა ,,იუნაიტედს''. უამრავი ადამიანი გვთხოვდა ავტოგრაფს, ეს მართლაც დაუვიწყარი იყო, უდიდესი ენერგია, ეს კარიერაში საუკეთესო ტურნე იყო''

რას იტყვი იქაურ მიღებაზე ?

,,სიმართლე გითხრათ, აქამდე მე არასოდეს ვყოფილვარ შორეულ აღმოსავლეთში, არ ვიცნობდი აქაურ მენტალიტეტსა თუ კულტურას. ასე რომ, ძალზედ გამაოცა ხალხის ასეთმა მიღებამ, სითბომ. ამასთან, უნდა ვთქვა, რომ ტურნეც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.''

დაისვენებდი უქმეებზე ჩინეთში ?

,,რა თქმა უნდა, შვილებს დავპირდი კიდეც, რომ მათ აუცილებლად წავიყვანდი პეკინში. სკოლიდან მათ ჩემზე მეტიც კი იციან აქაურობის შესახებ, ამიტომ ერთ დღეს ჩემი ოჯახით კვლავ ვეწვევი პეკინს''

ინგლისური ფეხბურთი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩინეთში და ზოგადად აზიაში, როგორ ფიქრობ, აქვს აქაურ ჩემპიონატს გაზრდისა და განვითარების ტენდენცია ?

,,ჩინეთში ფეხბურთი ვითარდება, ყველამ ვიცით, რომ კოლოსალური თანხები ჩაიდო წელს აქაურ ფეხბურთში. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი იყიდეს, ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგ მითამაშია კიდეც, მაგალითად, ასამოა გიანი, ჟერვინიო და სხვები. ვფიქრობ, მათი მოსვლა დადებითად იმოქმედებს ლიგაზე. ჩინელი ფეხბურთელები მათგან ბევრს ისწავლიან. რაც მთავარია, მთავრობა გვერდში უდგას ფეხბურთს და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.''

გაოცებთ თუ არა ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელების ჩინეთში გადასვლა, როგორიც მაგალითად რამირესია ?

,,ხანდახან ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაბამისი დრო დაუდგათ. ამავეს განვიცდიდი, როცა ,,იუნაიტედი'' დავტოვე და შემდეგ საერთოდ დავასრულე კიდეც კარიერა. ხალხი მეკითხება თუ რატომ, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა შენ შენთვის მისაღებ და სწორ გადაწყვეტილებას იღებ. თუმცა ყოველთვის ვერ ახსნი ამას, მაგრამ გრძნობ, რომ სწორად მოიქეცი.''

ტურნეზე ორი გამორჩეული მატჩი გვიწევს- ,,სიტისთან'' და ,,დორტმუნდთან'', რას ელოდები ამ მატჩებისგან ?

,,ეს ხომ ტურნეა და ფეხბურთელები თუ მწვრთნელები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულშემატკივრების გახარებას. დიდად მნიშვნელოვანია ასევე დარჩე ჯანმრთელად. ამხანაგური მატჩია, მაგრამ არც აქ გინდა წააგო ,,სიტისთან''. კარგია რომ გამორჩეულ გუნდებთან გვიწევს თამაში, რადგან შენ გეძლევა შანსი, რეალურად შეაფასო შენი ძალა და შესაძლებლობები. ფეხბურთელებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფორმაში ჩადგნენ, დაიბრუნონ ფიზიკური კონდიციები, დაინახონ თუ რაში აქვთ მოსამატებელი, ასეთი მატჩები კი ამისთვის იდეალური ტესტია, საერთოდაც, ვფიქრობ, რაც უფრო რთულია მატჩი, მით უკეთესია''

ეს იქნება პირველი მანჩესტერული დერბი, რომელიც ჩინეთში ჩატარდება. როგორი მატჩი იქნება და ისურვებდი თუ არა მონაწილეობის მიღებას ?

,,პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, რომ არა, ფეხბურთზე დიდად არ ვდარდობ. ვტკბები თავისუფალი დროით და ვცდილობ ის გავაკეთო, რასაც აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ვაკეთებდი. მაგრამ თუ თქვენ ნებისმიერს შეეკითხებით, ისურვებდა თუ არა დერბიში თამაშს, პასუხი, რა თქმა უნდა, იქნებოდა, დიახ, სწორედ ამის გამო მოდიან ფეხბურთელები ინგლისში, რომ შეიგრძნონ ის ატმოსფერო, რასაც აქაური ჩემპიონატი სთავაზობს მათ.''

ეს პეპ გვარდიოლას პირველი მატჩი იქნება ,,სიტის'' მწვრთნელის რანგში...

,,დიახ. მას სურს საუკეთესო ჩემპიონატის ნაწილი იყოს. ყველა ფეხბურთელსა თუ მწვრთნელს სურს ეს ინგლისში. ეს ყველაფერი შესანიშნავია მათთვის, ვისაც ინგლისური ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ჩვენ და ,,სიტის'' განსხვავებული პრიორიტეტები გვაქვს. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მე ეს ,,იუნაიტედში'' ყოფნისას ვისწავლე, ჩვენ მათ არასდროს ვუყურებდით, მხოლოდ ჩვენს თავზე ვფიქრობდით და ვცდილობდით, მაქსიმალურად კარგი შედეგებისთვის მიგვეღწია.''

რას იტყვი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ტურნე მწვრთნელზე შთაბეჭდილებების მოსახდენად ?

,,მათთვის ეს შანსია ნახონ, რა შეუძლიათ სინამდვილეში, კლუბს კი მათი შეფასების საშუალება ეძლევა. წელს ჩვენ ვნახეთ ფეხბურთელები, რომლებმაც თავი მართლაც გამოიჩინეს. მარსიალი, ლინგარდი, რეშფორდი- ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ,,იუნაიტედში'' დიდხანს ითამაშონ''

და ბოლოს, აღწერეთ ჩინეთში ტურნეთი მიღებული გამოცდილება

,,უმაგრესი, გასაოცარი. კარგით, ორი სიტყვაა მაგრამ... მესამე არ იქნება (იცინის).''

წყარო: MANUTD.COM
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2016 17:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს კარიერაში საუკეთესო ტურნე იყო

მოენატრა ამას გუნდი და ყველაფერი საუკეთესოდ ეჩვენება love
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 აპრილი 2016 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნემანიააა love

კარგია, რომ ისევ გუნდშია და არსად წავიდა. იმედია მერე რომელიმე სამწრნთნელო შტაბშიც იქნება და თავის კლასს და გამოცდილებას ახალგაზრდებს გადასცემს winked
0
№3
ავტორი: gilmour
6 აპრილი 2016 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეჰ ვიდა შენს მერე რომ ამათ ვუყურებთ არ გეცოდებით?
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
6 აპრილი 2016 21:59
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
კიდევაც დაიზრდებიან ვიდასნაირები ბიჭებო wink am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: RojoDiablo
7 აპრილი 2016 09:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისეთ მუღამზე არიან ჩინელები, ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებენ. საერთოდ არ არის მოსაწონი, რომ დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები ასე შორს მიდიან და იკარგებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top