თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 3
სერ ბობი ჩარლტონი: მიღწევები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის მიღწევების გახსენება.
სერ ბობი ჩარლტონი: მიღწევები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია სავსეა ბრწყინვალე ლეგენდარული ფეხბურთელებით. ვიხსენებთ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, სერ ბობი ჩარლტონის მიღწევებს...

რა ხდის მას განსაკუთრებულს? საიდან დავიწყოთ? მის მიერ კლუბის რიგებში ჩატარებული 758 მატჩი 36 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლად რჩებოდა, სანამ 2008 წელს რაიან გიგზმა არ გადააჭარბა. კლუბთან დაკავშირებული 60 წლის განმავლობაში სერ ბობიმ უამრავი სხვადასხვა ნიჭი გამოავლინა, რამაც კლუბს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. მისმა კლასმა და ღირსებამ მიუნხენის ტრაგედიას გადარჩენილი ფეხბურთელი მანჩესტერისა და "იუნაიტედის" განუყოფელ ნაწილად აქცია. ჩარლტონის შესაძლებლობები, ლოიალურობა და გამორჩეულობა, რომელიც ტრაგედიიდან თავდაღწევაში "იუნაიტედს" ასე დაეხმარა, ეს კი თავის მხრივ 1968 წლის ევროტურნირზე წარმატებაში გადაიზარდა - და ინგლისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა - სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბობი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულთა შორის დავაყენოთ.

"იუნაიტედის" დაგვირგვინებული წარმატება, ევროპული თასის მოგება 1968 წელს მართლაც ემოციური გამოდგა. სერ ბობი, რომელმაც "უემბლიზე" გამართულ ფინალში "ბენფიკასთან" 4-1 გამარჯვებაში ორი გოლი გაიტანა, თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი მანჩესტერ იუნაიტედული წლები" წერს: "ნებისმიერი, ვინც ჩვენს ისტორის გადახედავს, შეიცნობს, რომ სხვა არცერთ კლუბს არ ჰქონია ევროპული თასის მოგებისთვის უფრო მეტი მოტივაცია... მიუნხენის მოგონება და ჩვენი ვალდებულება მათდამი, ვინც გარდაიცვალა ჩვენს რიგებში თამაშისთვის. წარმომიდგენია, რას ნიშნავდა საფინალო სასტვენის გაგონება ბილი ფოულკსისთვის, რომელიც ასევე იმყოფებოდა თოვლიან ასაფრენ ბილიკზე და დაინახა მეტ ბასბის, მისი გუნდის, ჩვენი მეგობრების, დაცემა, განადგურება".

აგრძელებს "მეტ ბასბი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. მას აქვს ხალხისთვის ბედნიერების მინიჭების უნარი. ეს რწმენა მისი ცხოვრების სიდიადე იყო- და დაუმორჩილებელ სიამაყეს ვგრძნობდი, რომ მისი გუნდის ნაწილი ვიყავი. ბასბი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" და მე ყოველთვის ასე ვიფიქრებ, მე ასეთი ვარ".

ამბობენ "ის არ არის უბრალოდ გელოადორი, რომელიც ორივე ფეხით ყუმბარისებურ დარტყმას ფლობს. ბობი იყო ფეხბურთელი, რომელიც მძიმე შრომას იყოფდა", - სერ ალფ რემსი, ინგლისის ყოფილი მწვრთნელი.

რაც შეეხება ფაქტებს, ჩარლტონმა "წითლების" რიგებში ჩატარებულ 758 მატჩში 249 გოლი გაიტანა და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გუნდის რიგებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებლისა და ყველაზე მეტი გოლის გამტანის სტატუსის მატარებელი იყო. რაიან გიგზმა მაისურის მორგების რაოდენობით გადაასწრო, მაგრამ სერ ბობი ჯერ კიდევ რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად, რაც ნახევარმცველისთვის საოცარი შედეგია. და ის ფაქტი, რომ რუნი ძალიან ახლოსაა რეკორდის დამხობასთან, მიღწევას არანაირად არ აუფერულებს.

ნაკლებად ცნობილი ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ ჩარლტონი მეტწილად ცნობილია, როგორც ნახევარმცველი, კარიერის დასაწყისში თავდამსხმელად და ვინგერად თამაშობდა. 1958/59 წლების სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია ერთი სეზონის განმავლობაში.

ერთი სიტყვით ლეგენდა



წყარო: manutd.com
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 აპრილი 2016 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი გოლები აქვს გატანილი ბობს love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2016 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეც რუნისავით ბავშვობიდან მელოტია love

დღეს ოლდ ტრაფორდი მიუძღვნის იმედია რამე ბანერს მაინც

ველი
0
№3
ავტორი: WAYNE ROONEY 10
5 აპრილი 2016 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top