თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2016, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2135,
კომენტარები: 7
ბობი ჩარლტონი: "ოლდ ტრაფორდი" და მე"
სერ ბობი ჩარლტონის ინტერვიუ.
ბობი ჩარლტონი:
2016 წლის 3 აპრილიდან "ოლდ ტრაფორდის" სამხრეთ ტრიბუნას სერ ბობი ჩარლტონის სახელი დაერქმევა. ჩარლტონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და დამსახურებულად ითვლება გუნდის ლეგენდად. ინტერვიუში კი მან "ოლდ ტრაფორდისადმი" მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა...

პირადად თქვენთვის რას ნიშნავს "ოლდ ტრაფორდი"?

კარგი, პირველად რომ მოვედი, 15 წლის ვიყავი. ეს დიდი ხნის წინ იყო! უბრალოდ მაგიური ადგილია. საყვარელი სტადიონია და ვინც არ უნდა დავპატიჟო, პირველად რომ აქ მოხვდებიან, აღტაცებას ვერ მალავენ. ხანდახან მატჩების შემდეგ მოედანზეც გამყავს ეს ხალხი და თვალებს არ უჯერებენ.

თქვენს პირველ ვიზიტს ვერ გაიხსენებთ?

სტადიონი ჯიმი მერფიმ მაჩვენა, როცა 15 წლის ვიყავი. სადგურზე ამიყვანა და იქიდან მანქანით წამოვედით, რადგან იმ დროს სეილში სასტუმროში ვცხოვრობდი. მითხრა: "ოლდ ტრაფორდისკენ მივდივართ, ძალიან მოგეწონება, შვილო". გავიფიქრე, რომ რაღაცას მიედ-მოედებოდა, რადგან "იუნაიტედზე" ლაპარაკი უყვარდა და რას არ ამბობდა. "სენტ ჯეიმს პარკზე" ნამყოფი ვიყავი, იმ დროს კი "ოლდ ტრაფორდი" ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი არ იყო ფეხბურთისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ოლდ ტრაფორდი" გადასარევია.

რა როლი ითამაშა სერ მეტ ბასბიმ სტადიონის განვითარებაში?

მეტი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სამწვრთნელო კურსების გასავლელად და უკან იდეით დაბრუნდა. მაშინ ის იყო ევროტურნირებზე გავდიოდით და ჩვენს რიგებში უცხოელი ფეხბურთელები პირველად გადმოდიოდნენ. ევროპული ფეხბურთისადმი ინტერესის გამო სტადიონს ყოველი მატჩის წინ ამზადებდნენ. მეტმა თქვა, რომ შტატებში ხალხი მატჩების ყურების წინ ვიტრინის უკან მიირთმევდა საჭმელს. როცა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, გვითხრა: "ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ". სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი, განსახორციელებელი ყუთებით, რომლებიც ახლა მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მეტი იმ დროს პროგრესულად აზროვნებდა.

სტადიონს ეწოდება "ოცნების თეატრი". ამაზე რას ფიქრობთ?

ჯოფრი გრინი, ჩემი კარგი მეგობარი The Times-ის ჟურნალისტი იყო და დიდი მატჩის წინ ჩემთან ინტერვიუს ასაღებად მოვიდა. დარწმუნებული ვარ, ასე თქვა- "ეს ოცნების თეატრია", როცა "ოლდ ტრაფორდზე" ლაპარაკობდა- დიდებული ადამიანი იყო, მაგრამ ოდნავ რომანტიკოსი! მერე კი ვიღაცამ ეს დაიმახსოვრა და სტადიონთან მიმართებაში გამოიყენა. ძალიან სასიამოვნოა, რადგან ეს მართლაც ოცნების თეატრია. ზღაპრულია, როცა ხედავ, როგორ მოდის ხალხი და მაშინვე მთლიანად ყველაფერს იღებს.

ყოველთვის, როცა სტადიონზე შევდივართ, ისტორიის შეგრძნება გვეუფლება. ახლა ეს შეცვლილია?

რაღაცას ყოველთვის გახსენებს. რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით მეტად ფიქრობ შესვლისას. მრცხვენია, რომ ყველა მატჩი არ მახსენდება. დღესდღეობით მოედანი უზადოა, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ნახევრად ხელოვნური და ნახევრად ბუნებრივი ბალახია, ეს კი ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე გაძლებს და მომდევნოს დასაწყისისთვისაც ასეთ მდგომარეობაში იქნება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: zeg
31 მარტი 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Amis dros ro pexburtelebi gvyavda mere aseti magari xalxi ertad agarasdros gvyolia.Manchesterma icis tavisianebis dapaseba....

Amis dros ro pexburtelebi gvyavda mere aseti magari xalxi ertad agarasdros gvyolia.Manchesterma icis tavisianebis dapaseba....
0
№2
ავტორი: Mufc7
31 მარტი 2016 12:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
3 აპრილი feel
ძალიან სასიამოვნოა, რადგან ეს მართლაც ოცნების თეატრია.

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მარტი 2016 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს კაცი ჩემთვის პირადად განასახიერებს მანჩესტერის ისტორიას, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება იუნაიტედის გულშემატკივრებს. ნუ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ მისი სახელი აუცილებლად უნდა ერქვას სამხრეთის ტრიბუნას.
0
№4
ავტორი: Lady in red
31 მარტი 2016 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბობის იუნაიტედში დიდი ტკივილო აქვს გადატანილი და ასევე ბედნიერი წუთებიც,ის ლეგენდაა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2016 13:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდის ისტორიაში საუკეთესოა და ამაზე მაღლა ვერავინ დადგება ვერასდროს
0
№6
ავტორი: zeg
31 მარტი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Mjera rom bobis mere Gigzi iqneba Manchesteris tilisma legenda ukve aris
0
№7
ავტორი: RojoDiablo
31 მარტი 2016 14:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მთელ სამოც წელს ითვლის ეს კაცი. რამდენიმე რამ აქვს ნანახი, რამდენი გადატანილი და მაინც სადამდე მოსული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top