ლუკ შოუ მომდევნო კვირიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
როგორც მოსალოდნელია, უახლოეს 7-10 დღეში ლუკი ვარჯიშებს დაუბრუნდება, თავისი გუნდის დახმარებას კი სეზონის დასკვნით ნაწილში შეძლებს.
მარცხენა მცველს გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგანაც ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ მატჩში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, მაგრამ კარინგტონის ბაზაზე გამოჯანმრთელების პროცესში შესამჩნევ პროგრესს მიაღწია.
როი ჰოჯსონი შოუს ვითარებას აკვირდება და თუ მცველი ბოლომდე გამოჯანმრთელებას შეძლებს, ინგლისის ნაკრებთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაემგზავრება.
ზაფხულში 20 წლის ფეხბურთელი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა და "იუნაიტედში" იმედოვნებენ, რომ მომდევნო სეზონისთვის შოუ სრულ მზადყოფნაში იქნება.