"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა განაცხადა, რომ მუხლის ტრავმის მოშუშებას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება.
უეინ რუნი "სანდერლენდთან" თებერვალში გამართული მატჩის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს და საფრთხეში იყო ევროპის ჩემპიონატზე მისი მონაწილეობაც, მაგრამ რუნიმ ცხადყო, რომ მსგავსი საკითხი განსახილველიც კი არ არის. "იმედი მაქვს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება - უკვე გარბენებს ვაკეთებ - სრულ ვარჯიშებს მომდევნო კვირაში ან 10 დღეში დავუბრუნდები, ასე რომ, მოედანზე ჩემი გამოჩენა არც ისე შორსაა", - განაცხადა რუნიმ ITV Sport-თან ინტერვიუში.
რუნი "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონთან" დაპირისპირებას გამოტოვებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 10 აპრილს "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს, ისევე, როგორც ინგლისის თასის გადათამაშებაში 13 აპრილს.