"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომდევნო სეზონში ლონდონის ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში ითამაშებს.
"ვესტ ჰემის" თანამფლობელმა დევიდ სალივანმა მიანიშნა, რომ "ჩაქუჩები" 34 წლის თავდამსხმელს დიდი სიამოვნებით შეიძენს.
შვედ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მისი თანამემალუ ჟურნალისტი ულოფ ლუნდი კი თვლის, რომ ზლატანი პრემიერ ლიგაში ნამდვილად გადავა, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთ ლონდონურ კლუბში.
"ვფიქრობ, მას უმაღლეს დონეზე თამაში სურს და პრემიერ ლიგა მიმზიდველი ვარიანტი იქნება. თუ მართლა უნდა ეს, ზლატანი ლონდონში ცხოვრებას მოისურვებს. იქნება ეს "ჩელსიში" თამაში, "არსენალში" თუ თუნდაც "ვესტ ჰემში".
მისი შვედი პარტნიორები, რომლებიც პრემიერ ლიგის კლუბებში თამაშობენ, ზლატან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ეს მოურინიოსთან არის დაკავშირებული, მაგრამ არა მგონია, ზლატანმა მანჩესტერში ცხოვრება მოინდომოს.
ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო იქნება, რომელ კლუბს აირჩევს", - განაცხადა ლუნდმა.