თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2016, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2836,
კომენტარები: 9
"ოლდ ტრაფორდის" ტევადობა გაიზრდება
"ოცნების თეატრი" მალე უფრო მეტ მაყურებელს უმასპინძლებს.
ESPN-ის კორესპონდენტი და ფანზონა United We Stand-ის მთავარი რედაქტორი ენდი მიტენი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ოლდ ტრაფორდის" ტევადობის გაზრდის გეგმაზე მუშაობს.

მცირე ხნის წინ კლუბმა საფეხბურთო სტადიონების თაობაზე მიღებული ახალი სტანდარტების დასაკმაყოფილებელი წინაპირობა მიიღო, რომლის შესრულებაც ტევადობას, რომელიც ამჟამად 75653 ადგილს შეადგენს, 3000 ადგილით შეამცირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედის" მატჩების ბილეთები ყოველი შეხვედრის წინ დიდი ხნით ადრე სრულად იყიდება, ეს დიდი დანაკარგი იქნებოდა კლუბისთვის და ხელმძღვანელობას სურს, სტადიონის გარდაქმნის ვარიანტი განიხილოს, რამაც დანაკარგის კომპენსირება და ახალი დასაჯდომი ადგილების შექმნის საშუალება უნდა გააჩინოს.

ამჟამად მმართველობის განხილვის საგანი "ოლდ ტრაფორდის" მოდერნიზაციის ხუთი ვარიანტია, რომელთაგან ერთ-ერთი სამხრეთი ტირბუნისთვის სექტორის დამატება იქნება, რომელმაც 7500 მაყურებელი უნდა დაიტიოს- ეს სწორედ ის ტრიბუნაა, რომელსაც კვირას სერ ბობი ჩარლტონის სახელი დაერქმევა. ამ შემთხვევაში, სტადიონის სრული ტევადობა 80000-ს შეადგენს.

ასევე პროექტის ფარგლებში განიხილება კუთხის ორი სექტორების დამატება, რომელთაგან თითოეული 4000 ადგილზე იქნება გათვლილი. ამ შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდს" კიდევ 8000 ადგილი დაემატება და შედეგად მივიღებთ, რომ "კამპ ნოუს" შემდეგ "ოცნების თეატრი" ევროპის ყველაზე დიდი სტადიონი იქნება.

აქამდე სტადიონის ტევადობის გაზრდის უმთავრეს საშუალებად ითვლებოდა სარკინიგზო ხაზი და სადგური, რომელიც მხოლოდ მატჩის დღეს გამოიყენება, მაგრამ თანამედროვე ინჟინერული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, გზების მაღლა აღიმართოს სექტორი ყოველგვარი ძვირადღირებული გვირაბის გარეშე.

"ოლდ ტრაფორდის" მოდერნიზაციის სამუშაოები 2017 წლიდან დაიწყება.

წყარო: espn
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
30 მარტი 2016 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
manunited
0
№2
ავტორი: zeg
30 მარტი 2016 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Xoda mag tribunaze unda davjde me viyo ....tevesi tu ara
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 მარტი 2016 23:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე, კაი გაუმაძღრები კი არიან ხელმძღვანელები. ისეთი შემოსავლები აქვთ, რომ რა დაშავდება ამ 4000 ადგილის მოკლებით, მაგრამ როცა არის შესაძლებლობა, უნდა გამოიყენო კიდეც. ორმაგი სარგებელი იქნება ამ გზით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: SAF
31 მარტი 2016 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კაია ბოლო-ბოლო ის მეოთხე ტრიბუნა აღარ იქნება ჩავარდნილი გაასწორა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: redarmy10
31 მარტი 2016 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ეჰჰ რატომ არვარ ინგლისელი areyoukiddingme
0
№6
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2016 09:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერია winked
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მარტი 2016 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია love
0
№8
ავტორი: AkkRed
31 მარტი 2016 13:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გულშემატკივრების გულ გაახარებენ და თვითონაც გაიხარებენ, მაგრამ დიდან არ მინდა შეიცვალოს დიზაინი, მომწონს ოლდ ტრაფორდის ზემოდან ხედი
0
№9
ავტორი: Memphis_Depay
31 მარტი 2016 16:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
თამაში დაიწყონ,რომ იმ 4000-ს გული არ გაუცრუონ ... დანარჩენს ხო უცრუებენ მარა ჯანდაბას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top