"ევერტონის" 22 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ "ჩელსიში" არასდროს დაბრუნდება და ცხადყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ მზად არის.
"შესაძლოა თუ არა ჩემი დაბრუნება "ჩელსიში"? არა, კიდევ ერთხელ არა. ეს გვერდი უკვე გადავშალეთ მეც და მათაც.
პატარაობისას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" იყო ორი კლუბი, რომლებიც თავისი შემტევი ძალით მხიბლავდა.
ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ ასეთ კლუბებს მიკავშირებენ, ეს იმის დასტურია, რომ მართლაც მაკვირდებიან. დანარჩენი - ჩემი აგენტის საქმეა", - განაცხადა ბელგიელმა.
ლუკაკუ ასევე ამტკიცებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს შესაძლო გადასვლა მისთვის წინაღობა არ იქნება.
"ზოგიერთს მიაჩნია, რომ მოურინიო უნდა დამერწმუნებინა, მაგრამ საკითხი ასე არ იდგა. სამი წლის წინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი და მაშინ არ შემეძლო ტოპ-გუნდზე რამე გავლენის მოხდენა. რამდენიმე კარგმა სეზონმა, მათ შორის მიმდინარემაც, სიტუაცია შეცვალა. მაისში 23 წლის ვიქნები და ზაფხულში შეიძლება კლუბი დავტოვო".