"იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზია ეკვადორელს ახლოდან გვაცნობს.
ანტონიო ვალენსია შესაძლოა, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადამიანია, მაგრამ "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიის შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი, "ამაზონი ოლდ ტრაფორდზე" ეკვადორელი ფეხბურთელის ხასიათსა და პიროვნებას უკეთ გვაცნობს.
ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საფეხბურთო კოლეგების გამოკითხვის შედეგად, არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 30 წლის ფეხბურთელმა თავის წარსულსა და პრემიერ ლიგაში მოგზაურობაზე ისაუბრა...
1. ვალენსიას ფეხბურთი უყვარსმარჯვენა მცველი "იუნაიტედში" გატარებული ყოველი წამით ტკბება: "მომწონს ეს საქმე", ამბობს იგი. "როცა პატარა ვიყავი, მიყვარდა. მხოლოდ თამაშსა და სიამოვნებაზე ვფიქრობდი. დილით ვდგებოდი და სკოლაში მივდიოდი, მაგრამ შემდეგ, შუადღით, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი".
2. დასვენება უყვარდამისი ნათლია, მინიერა პორტოკარერო ამბობს: "ძილი ძალიან უყვარდა!"
3. ძალიან გაბედულიაშესაძლოა, მოედანზე ძალიან იშვიათად იღიმოდეს, მაგრამ მისი ყოფილი თანაგუნდელი ხუან კარლოს ბურბანო ამბობს, რომ ეს მხოლოდ გარეგნული ნიშანია: "ის სახე, რომელსაც თქვენ ხედავთ, გარედან უკმაყოფილოა?" ამბობს ის. "სინამდვილეში ძალიან ტკბილია, ადამიანი, რომელსაც დიდი გული აქვს, მაგრამ ის ლომი, რომელსაც მის სახეზე ხედავთ, მხოლოდ მოედანზე გუნდის დასახმარებლად არის გამოყენებული".
4. მისი ძველი სახლი ჯერ კიდევ დგას - ჯერჯერობით.უფროსი ძმა ფრედი ტელევიზიას უჩვენებს ოჯახის სახლს, რომელიც ვალენსიებმა ლაგო აგრიოს მიწის შეძენის შემდეგ ააშენეს. "ყოველთვის, როცა აქ ჩამოდის, ამ სახლს მოინახულებს ხოლმე, მაგრამ თანდათან თავისით დაინგრევა", აღნიშნა ფრედიმ.
5. თვითონაც გასცემსრამდენიმე წლის წინ ანტონიო თავის ყოფილ სკოლას ეწვია და მოსწავლეებს კომპიუტერები დაურიგა. მისი საშუალო სკოლის მასწავლებელი სანჩეს მირანდა ამბობს: "ყოველთვის გვახსოვს ანტონიო და სხვა მოსწავლეებს სამაგალითო ადამიანად ვუსახავთ".
6. საიდუმლო ქმედებაროცა ეკვადორის დედაქალაქი დატოვა და თავის პირველ კლუბ "ელ ნასიონალს" მიაშურა, თავისი ცხოვრებაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა. "მამაჩემს არ ვუთხარი, რადგან ვიცოდი, არ გამიშვებდა. პირველად მოხდა, რომ წავედი. ვნერვიულობდი, რადგან ისიც კი არ ვიცოდი, სად დამეძინა ან სად მეჭამა. მაგრამ, თუ ოცნება გაქვს და გინდა, აიხდინო, სწორედ ასე უნდა მოიქცე".
7. ასაკით უფროსთან ჯგუფში ითამაშამიუხედავად იმისა, რომ 14 წლის იყო, 18 წლის ფეხბურთელების წინააღმდეგ ათამაშეს, მაგრამ მაინც შესანიშნავად გაართვა თავი. პედრო პერლასა, მისი პირველი მწვრთნელი ამბობს: "ლიდერის უნარები გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მათ ჩამოუვარდებოდა".
8. ბუცებით თამაში მისთვის ფუფუნება იყო"როცა "ელ ნასიონალში" პირველად ჩამოვედი, მახსოვს, "ადიდასის" თეთრი ბუცები მომცეს. პირდაპირ საოცრება იყო!". და მანამდე? "არაფერი- მხოლოდ სანდლები და ისიც ფუჭდებოდა, სულ ეს იყო. მაგრამ თამაში მაინც უნდა განაგრძო".
9. ანტონიოს ძმაც "ელ ნასიონალში" თამაშობდავინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ნათესავური კავშირი არსებობს ენერ ვალენსიასა და ანტონიოს შორის, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ანტონიოს ჰყავს ძმა, ფრედი, რომელიც უკვე იმყოფებოდა "ელ ნასიონალის" 20-წლამდელთა გუნდში. "სავარჯიშო კომპლექსზე ერთად დავდიოდით და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი", -ამბობს "იუნაიტედის" ფეხბურთელი.
10. რაში ხარჯავდა ფულსძმა ფრედიში: "სასიძოს პროდუქტი უნდა შეეძინა, რომ ჭკვიანის შეხედულება ჰქონოდა".
11. მაისურის ნომერთან დაკავშირებით წარსულის ისტორია აქვსრა თქმა უნდა, ანტონიოს 7-ნომრიანი მაისური ეცვა "იუნაიტედში", სანამ კვლავ 25-ნომრიანს მოირგებდა, მაგრამ "ელ ნასიონალში" სულ სხვა ნომერს ატარებდა. ბურბანომ კარიერა დაასრულა და თავისი ნომერი მემკვიდრეობით დატოვა. "პატივი მქონდა, მაისური ანტონიოსთვის დამეტოვებინა", ამბობს ნახევარმცველი. "ჩემში რაღაც მეუბნებოდა, რომ ნომერი ხუთით დიდი ფეხბურთელი გახდებოდა". ანტონიომ დაამატა: "ელ ნასიონალში" 5-ნომრიანი მაისურით რაღაც 20 მიზეზის გამო თამაშობდა და მითხრა: "მინდა, შენ ატარო ეს მაისური". გამიხარდა, რომ მომცა და ჯერ კიდევ მაქვს შენახული".
12. როგორც ვიცოდით, ანტონიო ყოველთვის სწრაფი იყორამდენად სწრაფია ვალენსია? ბურბანოს ძალიან კარგი ფრაზები აქვს ვალენსიას აღსაწერად: "როცა რიტმი შეიცვალა, ისე ჩაგირბენდა, როგორც იაგუარი ჩაურბენს კაქტუსს. სხვა სიტყვებით, ანტონიო ძალიან სწრაფი იყო, ძალიან ღონიერი და ეს, ჩემი აზრით, საფეხბურთო სამყაროში ბრილიანტია".
13. მისი სახუმარო წინასწარმეტყველება ახდა"მამამისთან ერთად ევროპულ ფეხბურთს ვუყურებდით", მისი მეგობარი ხოსე ესპინა ამბობს. "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალს" გაუტანა, ანტონიომ კი თქვა, იხუმრა, რომ გავერთეთ, "ერთ დღეს მეც იქ ვითამაშებ". მამამისს გაეცინა, მისმა ძმამ კი უთხრა: "დიდი ოცნებები გაქვს", თითქოს ეს ასეთი ადვილი ყოფილიყო". რა თქმა უნდა, "წითლების" შემადგენლობაში ვალენსიამ ორივე ესპანური გრანდის წინააღმდეგ ითამაშა.
14. რაიან გიგზი მისი მენტორიასაბოლოო შეგონება ბურბანოსგან. "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რას შეძლებდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრა, სერ ალექს ფერგიუსონსა და დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობდა. ყოველთვის ახსენებდა გიგზს, როგორც თავის მეგობარს, მენტორსა და მასწავლებელს".
15. რას ჰპირდება მომავალი ანტონიოს?"გაწეული სამსახურით ვამაყობ",- ამბობს ის. "იმედი მაქვს, აქ კიდევ რამდენიმე წელს ვიქნები და ამ შესანიშნავი ჩემპიონატში ვითამაშებ".
წყარო:
manutd.com