არგენტინელ მცველ მარკოს როხოს სურს, თავის მშობლიურ გუნდში, "ესტუდიანტესში" დაბრუნდეს, როცა 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მისი კონტრაქტი ამოიწურება.
როხომ თავისი პროფესიონალური კარიერა "ესტუდიანტესში" დაიწყო, სადაც ლა პლატას ახალგაზრდული კლუბიდან გადავიდა.
არგენტინელს ლუი ვან გაალის გუნდში თავის დამკვიდრება არ გამოსდის და იგი ხშირად იცვლის პოზიციებს მარცხენა მცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს კარგად გრძნობს და მის დატოვებას მხოლოდ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აპირებს.
"მენატრება კლუბი, ოჯახი და მეგობრები. მინდა, "ესტუდიანტესში" დავბრუნდე, როგორც კი ინგლისში კონტრაქტი ამომეწურება", - განაცხადა როხომ.