Don Balon-ი ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუი ვან გაალს აუცილებლად შეცვლის, ამიტომ სატრანსფერო გეგმების შედგენა პორტუგალიელმა უკვე დაიწყო.
ესპანური გამოცების თქმით, მოურინიო უმთავრეს სამ სატრანსფერო სამიზნედ "ნაპოლის" თავდამსხმელ გონსალო იგუაინს, "რეალის" გამთამაშებელ ხამეს როდრიგესსა და "იუვენტუსის" ფორვარდ ალვარო მორატას მოიაზრებს.
მოურინიოსა და იგუაინს ერთად უკვე უმუშავიათ მადრიდის "რეალში", "იუნაიტედმა" კი "ნაპოლის" იგუაინის თაობაზე მიმართა, თუმცა არგენტინელის შესაძენად "წითელ ეშმაკებს" მინიმუმ 58 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევთ.
ალვარო მორატასთვის "იუნაიტედს" "რეალი" შეეცილება, რომელიც მზად არის, გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედოს და ფეხბურთელი თავის რიგებში დააბრუნოს.
რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, კოლუმბიელი ზაფხულში ხელმისაწვდომი იქნება, რადგანაც ესპანეთის დედაქალაქის გუნდში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.