ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარკ ვილმოტსი თვლის, რომ მისი კოლეგა ლუი ვან გაალი მარუან ფელაინის "მანჩესტერ იუნაიტედში" არასწორად იყენებს.
აგვისტოში ვან გაალმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მარუანი უპირატეს თავდამსხმელად ითამაშებს. ლუის ჩანაფიქრით, მისი გუნდის ფეხბურთელებს საჯარიმოში უნდა ჩაეწოდებინათ იმ იმედით, რომ მაღალი ფელაინი საჰაერო ორთაბრძოლას მოიგებდა.
თუმცა ბელგიელმა მხოლოდ რამდენიმე მატჩი ითამაშა თავდასხმაში. ვან გაალმა ფელაინის გამოყენება სხვა პოზიციებზეც სცადა, მათ შორის საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი მაინც ვერ შეურჩია, რასაც ვილმოტსი აღნიშნავს. "მარუანს მთელი გულით ვიცნობ. ჩემი აზრით, ის არის ნახევარმცველი, რომელიც საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაშობს. 6 ნომრადაც შეუძლია თამაში- მაგრამ მარტო, პარტნიორის გარეშე.
შეტევაში წასვლის უნარიც აქვს, "ევერტონი" კი ამას იყენებდა. ჩემი საუკეთესო ბომბარდირია. უნიკალური ფუნქციების მქონე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თავისი უნარები თამაშში უნდა გამოიყენოს", - განაცხადა ვილმოტსმა.