ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს, უარი თქვას უეინ რუნის სამსახურზე.
30 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და ნაკრებში მისი არყოფნის ფონზე ინგლისელებმა გერმანელები 2:3 დაამარცხეს.
"სამ ლომთა" რიგებში მიღებული შანსი გამოიყენეს პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირებმა, ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდიმ, რომელთაგან ორივემ გაიტანა გოლი.
სანაკრებო მატჩის შემდეგ ჰოჯსონს მოუწოდებდნენ, რომ რუნი ევროპის ჩემპიონატზე არ წაეყვანა, ან სასტარტო შემადგენლობაში მაინც არ შეეყვანა, რაზეც ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა:
"საერთოდ არ მსიამოვნებს, მისი ტრავმის მომენტში რომ საუბრობენ იმაზე, რაღაც მიზეზით ნაკრებიდან უნდა მოვკვეთო. ასეთი აზრიც კი არასდროს მომსვლია თავში. ზედმეტად დაკავებული ვარ იმით, რომ უელბეკის ფორმაში ჩადგომითა და ჯეიმი ვარდისა და ჰარი კეინის შესანიშნავი თამაშით ვტკბები.
ჯერჯერობით ამისგან უნდა მივიღო სიამოვნება, მერე კი გავერკვევით სიტუაციაში, როცა რუნი ფორმაში ჩადგება. ახლა ამაზე დროს არ ვხარჯავ.
უნდა გავიმეორო: უეინ რუნი ჩვენი კაპიტანია და თავის როლს ბოლო ორი წელი ზედმიწევნით კარგად ასრულებდა. მან გაგვიყვანა კვალიფიკაციით, სადაც დიდებულ შედეგს მივაღწიეთ- 10 მოგება 10-დან.
მას არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობა და როცა გამოჯანმრთელდება, ზუსტად ისე მოახდენს გავლენას ამ ფეხბურთელებზე, როგორც ეს ფეხბურთელები მასზე. მოუთმენლად ველოდებით", - განაცხადა ჰოჯსონმა.