თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3555,
კომენტარები: 18
მარსიალით ორი გრანდი ინტერესდება
ენტონი მარსიალი ევროპის ორი კლუბის სატრანსფერო სამიზნეა.
მარსიალით ორი გრანდი ინტერესდება
Le 10 Sport-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ენტონი მარსიალი ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენის" სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ლიგა 1-ს ჩემპიონები მომდევნო სეზონს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ჩაატარებენ, რადგანაც შვედის კონტრაქტი ივნისში იწურება, ხოლო ედინსონ კავანი სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდის გამო გაიყიდება.

ორივე შესაძლო ფაქტის რეალობად ქცევის შემთხვევაში ლორან ბლანის გუნდი თავდამსხმელის გარეშე დარჩება, ფრანგული გამოცემა Les Parisiens-ის მტკიცებით კი, პარიზელთა რიგებში მარსიალი სამომავლოდ საუკეთესო პერსპექტივად მიიჩნევა.

იტალიური მედია ასევე ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ფრანგი ფეხბურთელით ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

წყარო: goal.com
ჭორები
18 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 მარტი 2016 12:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის გამშვები რო არავინაა ყველამ უნდა იცოდეს. მთავარია გუნდი გუნდს დაემსგავსოს და თვითონ არ გაიქცეს დე ხეასთან ერთად
0
№2
ავტორი: AkkRed
28 მარტი 2016 12:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ ეს კაცი გავუშვით, მაშინ მართლა არ ვყოფილვართ არაფერის ღირსი
0
№3
ავტორი: datonuc
28 მარტი 2016 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
rage შიგ ხოარ აქვთ ამათ?
0
№4
ავტორი: ნიკუშა
28 მარტი 2016 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ციტატა: AkkRed
თუ ეს კაცი გავუშვით, მაშინ მართლა არ ვყოფილვართ არაფერის ღირსი

მარსიალის თუ გაუშვით ვიღა მოჰყავთ მის მაგერი მასზე კარგ მოთამაშეს ვერ მოიყვანებენ ამიტომ მე მგონია რომ კლუბი არ გაუშვებს მას რადგან ბევრი წარმატება მოუპოვა გუნდს

მარსიალის გუნდიდან წასვლა არ მოხდება ასე ვფიქრობ რადგან მან გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწია
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
28 მარტი 2016 13:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამის გაშვებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. გუნდის მთავარი თუ არა ერთ–ერთი ძირითადი ფიგურაა და რომ დარჩეს გუნდში, ხელი უნდა შეუწყოს ყველანაირად "იუნაიტედმა"
0
№6
ავტორი: red devil
28 მარტი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის და დეხეას გაშვება ნიშნავს გუნდის ლივერპულად ქცევას
0
№7
ავტორი: giorgiginturi
28 მარტი 2016 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არც ერთი არ გაიყიდება, ნუ გეშინიათ, დევიდ დე ხეა wink ეს არის და იქნება იუნაიტედის ლეგენდა, ასევე მარსიალიც როგორც იყვნენ გიგზი სქოულზი და როგორიცაა რუნი manunited
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 მარტი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარტო ამას ეკლდა და ამაზეც დაიწყეს უკვე ჭორაობა areyoukiddingme
0
№9
ავტორი: Lady in red
28 მარტი 2016 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სისულელეა,არსად არ წავა
0
№10
ავტორი: redarmy10
28 მარტი 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
არმჯერა ამის წასვლის არწავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top