Le 10 Sport-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ენტონი მარსიალი ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენის" სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ლიგა 1-ს ჩემპიონები მომდევნო სეზონს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ჩაატარებენ, რადგანაც შვედის კონტრაქტი ივნისში იწურება, ხოლო ედინსონ კავანი სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდის გამო გაიყიდება.
ორივე შესაძლო ფაქტის რეალობად ქცევის შემთხვევაში ლორან ბლანის გუნდი თავდამსხმელის გარეშე დარჩება, ფრანგული გამოცემა Les Parisiens-ის მტკიცებით კი, პარიზელთა რიგებში მარსიალი სამომავლოდ საუკეთესო პერსპექტივად მიიჩნევა.
იტალიური მედია ასევე ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ფრანგი ფეხბურთელით ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.