ენტონი მარსიალი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალის ყვირილზე მხოლოდ ეცინება, რადგანაც ფიქრობს, რომ მკაცრი მიდგომა მას მხოლოდ გააუმჯობესებს.
20 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედს" "მონაკოდან" გასულ ზაფხულს 61.5 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.
მარსიალმა 12 გოლი გაიტანა პირველივე სეზონში, მაგრამ ვან გაალი მისგან მეტის მოთხოვნას მაინც განაგრძობს.
"ის მიყვირის. მაგრამ მე მხოლოდ მეცინება, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემთვისვეა კარგი", - განაცხადა მარსიალმა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ისიც აღიარა, რომ "მონაკოში" თამაშისას ლეონარდო ჟარდიმიც მკაცრად ექცეოდა.
"ძალიან მკაცრი იყო ჩემთან, სწორედ ეს მჭირდებოდა".
მარსიალის დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში გასულ ზაფხულს შედგა. ენტონი აცხადებს, რომ დიდიე დეშამის გაფრთხილებამ მის განვითარებაში მთავარი როლი ითამაშა. "მან მითხრა: "რას ელოდები შენი უნარების ფონზე? უდიდესი დანატოვარი იქნება".
თავისი მეგობრების სანახავად მოვიდა. მეც იქ ვიყავი, მივესალმე და მან ეს მითხრა.
როცა ვინმე ასეთ რამეს გეუბნება, კონკრეტულ საგნებზე ცოდნას იღებ, მე კი ბეჯითად შრომა განვაგრძე და შედეგიც მივიღე", - დაასრულა მარსიალმა.