რომელუ ლუკაკუმ მიანიშნა, რომ "ევერტონის" რიგების დატოვებას გეგმავს, რადგანაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
ბელგიელი თავდამსხმელის მამამ Het Laatste Nieuws-სთვის მიცემულ ინტერვიუში სურვილი გამოთქვა, მისი შვილი მიუნხენის "ბაიერნში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასულიყო სათამაშოდ.
ლუკაკუ ამბობს, რომ გაკვირვებული არ არის მამის შეხედულებით, მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე თამაში იქონიებს გავლენას. "ეს მამაჩემის აზრია, ეს გუნდები მოსწონს. სასიამოანოა ამის მოსმენა.
რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ხალხი თვალს მადევნებს, მაგრამ მე მყავს აგენტი, რომელიც ამჟამად საქმეს აგვარებს. მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყო კარგი მოთამაშე, დავეხმარო თანაგუნდელებს მატჩის მოგებაში და გავიტანო ბევრი გოლი.
ზაფხულში 23 წლის გავხდები და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს", - განაცხადა ბელგიელმა.