"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ბილბაოს "ატლეტიკიდან" ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს- იტყობინება Don Balon.
მიუხედავად იმისა, რომ პრესა ირწმუნება, ვან გაალი მომდევნო სეზონიდან "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, ჰოლანდიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონისთვის მაინც ემზადება.
ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და "ატლეტიკიდან" მცველის, მიკელ სან ხოსესა და ნახევარმცველის, ოსკარ დე მარკოსის შეძენას აპირებს.
ორივე ფეხბურთელი ჯამში "იუნაიტედს" სავარაუდოდ 70 მლნ. ევრო დაუჯდება.