Daily Star-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზარ არის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეგა შეთავაზება გაუკეთოს.
გამოცემის თანახმად, 34 წლის წლის თავდამსხმელი კლუბის სატრანსფერო სამიზნეთა შორის პირველია და მას ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რომლის თანახმადაც კვირაში 250 ათას ფუნტს მიიღებს.
შვედი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
გამოცემა ასევე იმასაც ირწმუნება, რომ "იუნაიტედში" იბრაჰიმოვიჩს სახელოვან შენაძენად მიიჩნევენ და სწორედ ის არის, ვინც კლუბს სჭირდება, ამიტომ შვედისთვის ფულად ანაზღაურებას არ დაიშურებენ.
იბრაჰიმოვიჩი "არსენალის" სამიზნეც არის, მაგრამ "იუნაიტედი" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "მეთოფეებს" ფინანსური კუთხით აჯობებს.