"ევერტონის" თავდამსხმელის მამამ განაცხადა, რომ უმჯობესია, რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ან მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს სათამაშოდ.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ევერტონს" 2014 წელს ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს უამრავ ევროპულ კლუბს უკავშირებენ, როჯერ ლუკაკუს კი მიაჩნია, რომ მისი შვილი სხვა კლუბში სათამაშოდ მზად არის.
"ის მზადაა. როგორც მე ვიცი, მისდამი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკო", მიუხენის "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.
ვფიქრობ, მან "მანჩესტერ იუნაიტედი" ან მიუნხენის "ბაიერნი" უნდა აირჩიოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც შენდება, მაგრამ არაფერზეა ფოკუსირებული.
"ბაიერნი" კი არის მანქანა, რომელსაც კარგად მოერგება. ერთადერთი წინაპირობა ის არის, წავა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი", - განაცხადა რომელუს მამამ.