ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედისგან" 60 მილიონ ფუნტს მიიღებს კლუბის საფეხბურთო მწვერვალზე დაბრუნებისთვის.
სამწლიანი კონტრაქტი გადააჭარბებს წლიურ 15 მლნ. ფუნტიან შემოსავალს, ანუ იმას, რასაც პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" მიიღებს.
კონტრაქტი, რომელიც ტიტულებისა და თასების მოგების შემთხვევაში ბონუსებსაც შეიცავს, მოურინიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს.
ეს შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება იმაზე, რასაც ვან გაალი ამჟამად იღებს. ჯერჯერობით "იუნაიტედსა" და მოურინიოს შორის წინასწარი შეთანხმება არ მიღწეულა, მაგრამ მოხდა ვერბალური შეთანხმება, რომელიც მაისში შევა ძალაში.