ჯესი ლინგარდმა დაასახელა ხუთი ოქროს წესი, რომელიც მას "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში გამოჩენაში დაეხმარა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბში გატარებული წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ ფეხბურთელად ქცევაში მას ხუთი რამ დაეხმარა: თავდაჯერებულობა, თავმდაბლობა, პატივისცემა, სულისკვეთება და მონდომება.
"თავდაჯერებულობა უმთავრესია. თვითრწმენით სავსე უნდა იყო, ყოველთვის- მოედანზე და მის მიღმა. მაგრამ არა ქედმაღლურად.
უნდა იყო თავმდაბალი და ღრუბლებში არ იფრინო- კვლავ, მოედანზე და მის მიღმა. პატივი უნდა სცე მწვრთნელებს და ყველას, ვინც კულისებს მიღმა შრომობს- მზარეულს, ექიმს, მთელ შტაბს.
უნდა გქონდეს ერთიანობის სულისკვეთება, რომ მოიგო ტიტულები და იყო მონდომებული, რომ გაიმარჯვო ყოველ შეხვედრაში და ყოველდღე ისე ივარჯიშო, როგორც შეგიძლია.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჯერ კიდევ ვვითარდები და ჯერ კიდევ ვსწავლობ თამაშს, მაგრამ პრაქტიკა და ვარჯიში მჭირდება და მისი გამოყენება მატჩებში.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ყოველკვირა მატჩის ჩატარება დიდებულია. მას დიდი ზეწოლაც მოსდევს, მაგრამ ამას თავი უნდა გაართვა", - განაცხადა ინგლისელმა.