როგორც იუწყება Sky Sports, "იუნაიტედის" ახალგაზრდა ტალანტის არენდით აყვანა ერთროულად რამდენიმე კლუბს მოუნდა.20 წლის ნახევარმცველს დებიუტი ჰქონდა ლიგის თასის მატჩში "ნიუკასლის" წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ გადაბარგდა "პიტერსბროში" არენდის წესით.
ცოტა ხნის წინ რაიანი დაბრუნდა "ოლდ ტრაფორდზე" და სერ ალექსს ვერ გადაუწყვეტია, გაუშვა თუ არა ახალგაზრდა ინგლისელი კიდევ ერთხელ არენდით სხვა კლუბში, თუ დაიტოვოს სეზონის მეორე ნახევრისთვის–ის შეიძლება კლუბს გამოადგეს, რადგან სეზონის ეს ნაწილი ძალიან გადატვირთულია და შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის წევრები გადაიღალონ ან მიიღონ ტრავმა.მათი შეცვლა კი ტანიკლიფს შეუძია.
როგორც ბრიტანული გამომცემლობა იუწყება, მანჩესტერ "იუნაიტედის" 20 წლის ტალანტით ერთროულად–"ლესტერ სიტი", "ჰალ სიტი", "ბარნლი" და "ვულვერჰემპტონი" ინტერესდებიან და სურთ, რომ მათი შემადგენლობ სწორედ ამ ბიჭმა გააძლიეროს.