ფელიპე ანდერსონმა განაცხადა, რომ "ლაციომ" მისი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა დაბლოკა.
სერია A-ს კლუბმა ადრე აღიარა, რომ "იუნაიტედისგან" 50 მლნ. ევროიანი შეთავაზება არ მიიღო, ხოლო ლუი ვან გაალმა ფეხბურთელისადმი ინტერესი იანვარშიც გამოავლინა.
"როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა იწყება.
ორი წლის განმავლობაში ჩემს სახელს რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ. მე კი შრომასა და "ლაციოზე" ფიქრს ვაგრძელებ, ასე რომ არ იყოს, ძალიან გავრისკავდი.
ჩემი მიზანი "ლაციოსა" და ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდში კარგად თამაშია, სხვა არაფერზე ვფიქრობ.
მინდა, სეზონი კარგად დავასრულო და ჩემი პოტენციალი გამოვავლინო, რომ გამომიძახონ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"? შეთავაზება გასულ წელს გამიკეთდა, "ლაციომ" ეს დაადასტურა. კლუბმა ჩემი დატოვება ამჯობინა, რადგანაც კარგი სეზონი გვქონდა.
სამწუხაროდ, ჩვენი შარშანდელი მიღწევის გამეორება არ შეგვიძლია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ, მომავალი კი თავად გვიჩვენებს, რა მოხდება", - განაცხადა ანდერსონმა.