თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2016, 09:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1863,
კომენტარები: 5
პერეირა: "იუნაიტედს" ჩემი დახმარება შეუძლია"
ანდრეას პერეირა თავისი ოცნების ახდენის საშუალებად "იუნაიტედს" მიიჩნევს.
პერეირა:
ანდრეას პერეირას იმედი აქვს, რომ ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების რიგებში ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას და ამაში ამხანაგური მატჩები დაეხმარება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიგერიასთან მატჩში მოგვიანებით ჩაერთო თამაშში, მისი გუნდი კი 0-1 დამარცხდა. კვირას ბრაზილიელები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან და პერეირას კიდევ ერთი შანსი ექნება, აგვისტოს მთავარი მოვლენის მონაწილე გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პერეირა ბელგიაში დაიბადა, მისი ოჯახის წევრები ბრაზილიელები არიან და მასაც სურს, რომ ცნობილი ყვითელი მაისური ატაროს.

"ყოველთვის ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი. ყოველთვის. თამაშების ყურებისას ყველა ბრაზილიის მაისურს იცვამს- ეს განსაკუთრებული მომენტია.

სპორტისადმი ასეთ ლტოვლას იმიტომ განიცდი, რომ როცა ახალგაზრდა ხარ, ოჯახში ყველას მოსწონს ფეხბურთი. პირველი, რასაც პატარაობისას გაძლევენ, ფეხბურთია. შემდეგი შენი საყვარელი კლუბის მაისურია. ქუჩაში ყველა ფეხბურთს თამაშობს და საერთოდ, ფეხბურთი ბრაზილიაში ყველაფერია. სულაც არ არის საჭირო, იყო მდიდარი ან ღარიბი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ- თეთრკანიანი თუ შავკანიანი. თამაშობ ფეხბურთს, ყველა ერთად და ეს მართლაც მშვენიერია",
- განაცხადა პერეირამ.

ოლიმპიური ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბრაზილიისთვის, რადგანაც 2012 წელს ფინალში მექსიკასთან დამარცხების შედეგად გუნდმა მესამე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1996 და 2008 წლებში კი ბრინჯაოს მედალის მფლობელები გახდნენ, ახლა კი დროა, ოქროს მედალს დაეუფლოს.

"ოლიმპიადაზე თამაში ოცნებაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ. იქ მოსახვედრად ბევრს ვშრომობ და იმედიც მაქვს. ეს 23-წლამდელთა გუნდია, მე კი 20 წლის ვარ.

განსაკუთრებული იქნება, რადგან ბრაზილიას ფეხბურთში არასდროს მოუგია ოლიმპიადის ოქროს მედალი. შესანიშნავი იქნება, თუკი მის მოგებას პირველად ჩვენ შევძლებთ. არგენტინას უკვე მოგებული აქვს, ასე რომ, მათ უნდა გავუთანაბრდეთ.

ჩემი მთავარი მიზანი ბრაზილიის პირველ გუნდში თამაში და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა. ვიცი, "იუნაიტედს" ამ ოცნების ახდენაში დახმარება შეუძლია და იმედი მაქვს, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 მარტი 2016 10:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აქაც არ ათამაშებენ ამას. არადა, საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს ბრაზილიას იმისთვის, რომ ეს მედალი მოიგოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან არ მინდა ამ კაცის გაშვება, მაგრამ კონტრაქტი როცა გააფორმა ვან გაალი დაპირდა, რომ ასე თუ ისე სათამაშო დროს მისცემდა. სამწუხაროდ ცოტა კი არა საერთოდ არ ეძლევა შანსი, რომ თავის თავი წარმოაჩინოს. რეშფორდს და სხვებს თუ კი მისცა შანსი ამან რა დააშავა??? არადა ნიჭი მართლა ძალიან დიდი აქვს და ძალიან მეწყინება თუ ამ ნიჭს ვერ გამოვიყენებთ.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2016 11:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ ალპობენ ამას derpwhy ნეტა წავიდეს სადმე
0
№4
ავტორი: Memphis_7
27 მარტი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
პერეირა არ არის ასე გასაფუჭებელი ფეხბურთელი და სხვაგან არ უნდა წავიდეს 21 წლანდელებში გუნდის დიდი ნაწილია
0
№5
ავტორი: mamuka 4
27 მარტი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ლინგარდს ენდო და ასეთუისე გაამართლა . ამასაც რო მიცეს შანსი უკეთ
ესი იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top