A Spor-ი ირწმუნება, რომ "ფენერბაჰჩე" "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუან მატას შეძენის თაობაზე მიმართავს.
თურქულ კლუბს, რომლის რიგებში უკვე ირიცხება "წითელი ეშმაკების" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი: რობინ ვან პერსი, ნანი და დიეგო რიბასი, შემადგენლობის გაძლიერება და ესპანელი ფეხბურთელის შეძენა სურს.
მატა "ოლდ ტრაფორდზე" არცთუ წარმატებულად ასპარეზობს, მაგრამ "იუნაიტედი" მის თავიდან მოშორებას არ აპირებს.
ნაცვლად ამისა, "ფენერბაჰჩეს" მხოლოდ იჯარის წესით გადაბირების საშუალება ექნება, კლუბების წარმომადგენლები კი შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.