"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ლეგენდარულ ფეხბურთელს პატივი მიაგეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უერთდება მწუხარებას, რომელიც გამოწვეულია ლეგენდარული ფეხბურთელისა და ყოფილი "წითელი ეშმაკის", იორდის მამის გარდაცვალებით.
კრუიფი "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო 70-ან წლებში, ამსტერდამულ კლუბს ზედიზედ სამი ევროპული თასი მოაგებინა, ხოლო ეროვნულ ნაკრებს 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმარა. იგი ასევე იყო ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამგზის მფლობელი.
"აიაქსში" გაბრწყინების შემდეგ კრუიფი "ბარსელონაში" გადავიდა, მოგვიანებით კი, 1991 წლიდან 1994 წლამდე გუნდს 4-ჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი. კრუიფის "ბარსა" 1991 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალისტიც გახდა, მაგრამ 1991 წლის მაისში ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედმა" როტერდამში გამარჯვება იზეიმა.
1996 წელს ინგლისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში გავრწყინებიდან ხუთი წლის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა კრუიფის შვილი იორდი შეიძინა. "ბარსელონადაც" შეძენილ ფეხბურთელს 14 ნომრიანი მაისური ერგო, რომელიც მამასთან ასოცირდებოდა.
იორდიმ, რომელიც თელ ავივის "მაკაბის" სპორტული დირექტორია, "თვითერზე" 19 მარტს დაწერა: "ესპანეთში მამების დღეა! გმადლობ იმისთვის, ვინც ხარ და მასწავლი ცხოვრებისეულ ფასეულობებს, ჩემი იდეალი ადამიანი იოჰან კრუიფი".
სამწუხარო ამბის გავრცელების შესახებ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა
ლუი ვან გაალმა განაცხადა: "საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხარო დღეა, რადგან მან ერთ-ერთი ლეგენდა დაკარგა. ჩემი ფიქრები ასეთ რთულ დროს იოჰანის ოჯახთან ერთად არის".
"წითლების" მეკარეთა მწვრთნელი
ფრანს ჰუკი: "გმადლობ ყველაფრისთვის, იოჰან. RIP."
"იუნაიტედის" ელჩი,
სერ ბობი ჩარლტონი: "ვამაყობ, რომ იოჰან ვიცნობდი, ის იყო ერთ-ერთი იმ დიდებულ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ბურთის მიღებისას ყოველთვის აღტაცებაში მოგიყვანდა. გულშემატკივარი ყოველთვის რაღაცას ელოდა, როცა იოჰანი მოედანზე იმყოფებოდა. მის გონებაში არასდროს იყო ბილწი აზრები. მას თამაში უყვარდა, სპორტი უყვარდა, ცხოვრება უყვარდა.
ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს, იგივე კლასს მიეკუთვნება, რომელსაც პელე, მარადონა და დი სტეფანო. ფეხბურთმა, რომელსაც ის თამაშობდა, თამაში შეცვალა და გავლენა დღესაც აქვს".
"იუნაიტედის" ვინგერი
მემფის დეპაი: "ბოლო დროს ვიღაცისგან გავიგე, "როცა საზღვარგარეთ მივდივარ და ვამბობ, რომ ჰოლანდიელი ვარ, მეუბნებიან, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ცნობილია ტიტებით იოჰან კრუიფით". ეს ყოველთვის ასე იქნება. ნამდვილი ლეგენდა, რომელიც ჩვენთან აღარ არის. სამწუხარო დღეა".
პეტერ შმეიხელი, იორდის ყოფილი თანაგუნდელი: "საშინელი ამბავია, რომ იოჰან კრუიფი გარდაცივალა. ერთ-ერთი უდიდესი, ნამდვილი გიგანტი ჩვენს თამაშში, მოგვენატრება. RIP."
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები, რუდ ვან ნისტელროი და რობინ ვან პერსიც გამოეხმაურნენ სამწუხარო ამბავს.
ვან ნისტელროი: "RIP იოჰან კრუიფი. გმადლობ ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი მოედანზე და მის მიღმა. #Forever14 #Icon"
ვან პერსი: "RIP იოჰან კრუიფი. საუკეთესო ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც გვყოლია და გვეყოლება! ადამიანი, რომელმაც შეცვალა თამაში, რომელიც ასე გვიყვარს! ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში უდიდესი შთაგონება იყავი იოჰან! გმადლობ და მშვიდობით განისვენე!"
წყარო:
manutd.com